best villains ever !!! hot top ten!

როგორც წესი ასეთი ტენდენცია მაქვს, რომ ბოროტ პერსონაჟების მიმართ უფრო დიდი სიმპათიით ვიმსჭვალები, ვიდრე კეთილების.

ტოპ ათეული ყველაზე ბოროტი, ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ მაინც ადამიანური გრძნობების მქონე პერსონაჟების ფანტასტიკური და მისტიკური ტელეშოუებიდან.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველას  ყველა სეზონი მაქვს ნანახი (მათ შორის სმოლვილის 9–ვე)

10. Reaper – the satan

შოუდან Reaper, სადაც სემი თავისი 21 წლის თავზე აღმოაჩენს, რომ მისი სული სატანას აქვს ნაყიდი და ახლა მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს. სატანა ყოველდღე ეცხადება მას და დავალებებს აძლევს. მან უკან უნდა დააბრუნოს ჯოჯოხეთიდან გამოქცეული ბოროტი სულები. სემს და მის მეგობრებს უამრავი თავგადასავალი გადახდებათ.

სერიალი არის კომედიური ჟანრის ფანტასტიკა, ამიტომ  ეშმაკიც ძალიან სასაცილოდ ბოროტია. მის როლს ასრულებს Ray Wise.

 

 

9. FlashForward – Simon Campos

ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტის ფანტასტიკური სერიალი, რომელიც სამწუხაროდ ერთ სეზონზე გაჩერდა. ერთ დღეს მთელი მსოფლიო 2 წუთით და 17 წამით გაითიშება და ისინი ნახავენ მომავალს. გონზე მოსვლის მერე ფედერალური ბიურო იწყებს გამოძიებას. უამრავი მსხვერპლია. ისინი კამერაზე ნახავენ, რომ დეტროიტში, სტადიონზე, სადაც ყველა გაითიშა, ერთი ადამიანი შავ პალტოში დგება და სტადიონიდან გადის. მთავარი გმირი, FBI-ს აგენტი იძიებს ამ საქმეს, რადგან მან მომავალში ნახა, რომ მას თავის ოფისში, ამ საქმის გამოძიების დროს კლავენ, და უნდა თავიდან აიცილოს.

დომინიკ მონეჰენის პერსონაჟი სწორედ ის მამაკაცია სტადიონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოროტი არ არის, სწორედ მან მოაწყო ექსპერიმენტი, რომელმაც მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანა.

8.  Supernatural – Lucifer

სერიალიდან ზებუნებრივი, ძმებ ვინჩესტერებზე, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ებრძვიან. სერიალში ბევრი ბოროტი პერსონაჟია, მაგრამ ლუციფერი, რომელსაც სემი სხეული უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია.მაღალი, ქერა, დაღლილი გამომეტყველებით და შემპარავი თვალებით.

მარკ პელეგრინოს პერსონაჟი, მთავარი ბოროტი ძალა ლუციფერი სამყაროს განადგურებას უპირებს, მაგრამ ძმები მის შეჩერებას მოახერხებენ.

7. lost – Ben Linus

ცნობილი სერიალიდან დაკარგულები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდება და 48 გადარჩენილი ცდილობს თავი დააღწიოს დაწყევლილ კუნძულს.

მაიკლს ემერსონის პერსონაჟი ძალიან, ძალიან დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. მესამე სეზონიდან ის მთავარი ბოროტი ხდება კუნძულზე მყოფთათვის.

მაიკლს ამ როლისთვის სამგზის ემის ნომინანტი და ერთი ჯილდოს მფლობელია. ასევე ინტერნეტ გამოკითხვებში სახელდება, როგორც საუკეთესო villain–ი ტელე შოუებში.

თუმცა არც ის არის მთლად ბოროტი და სერიალში, მის ფლეშ ბექებში ჩანს ბენის ნამდვილი ცხოვრება და ხასიათი.

6. smallville – lex luthor

სერიალი სმოლვილი და მისი ცნობილი პერონაჟი, ლექს ლუთერი. ახალგაზრდა სუპერმენი, კლარკ კენტი შემთხვევით გადაარჩენს მდიდარ ბიზნესმენ, ლექს ლუთერს და სწორედ აქედან იწყება მთელი ისტორია. კლარკი და ლექსი მეგობრდებიან, თუმცა მათ ერთ ქალის სიყვარული ხელს უშლით. ლექსი თავისი მამის, ლიონელის ზემოქმედების ქვეშაა მოქცეული და მის შავ გეგმებში იღებს მონაწილობას.

კლარკი ერიდება მას გააგებინოს თავისი საიდუმლო, რადგან არ იცის როგორ მოიქცევა იმპულსური ლექსი.

მაიკლ როსენბაუმი გადახოტრილი თავით საინტერესო სახეს ქმნის სერიალისთვის.

5. legend of the seeker – Darken Rahl

სერიალიდან ლეგენდა მაძიებელზე, სადაც მაძიებელი, ჯადოქარი და confessor-ი მოგზაურობენ დარკენ რაალის დასამარცხებლად. დარკენი სამყაროს განაგებს, მას ლორდის ტიტული აქვს და სურს ყველა და ყველაფერი მას ემორჩილებოდეს. კრეიგ პარკერი ბოროტი და ძლიერი პერსონაჟის სახეს ქმნის, რომელსაც ადამიანური სისუსტეები არ ახასიათებს და დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ცდილობს.

დარკენი განაგებს დეჰარის მიწებს. დიქტატორია, რომელიც არავის იბრალებს. არ იცის რა არის სიყვარული, ქალებს მარტო ვნებების დასაკმაყოფილებლად იყენებს.

დარკენს მაძიებლის მოკვლა სურს, რადგან წინასწარმეტყველებაში წერია, რომ რიჩარდ საიფერი მას მოკლავს.

4.   The Vampire Diaries – Damon Salvatore

სერიალიდან ვამპირის დღიურები. ძმებ სალავტორებზე, რომლებიც ვამპირები არიან და საცხოვრებლად მისტიკფოლში ბრუნდებიან. იქ ისინი შეხვდებიან ელენას, რომელიც მათი ძველი ნაცნობის, კეტრინის სრული ასლია. სასიყვარულო სამკუთხედი და უამრავი თავგადასავალი.

იან ზომერჰელდერი – ყველაზე სექსუალური ვამპირი. დამცინავი, მწარე ენის მქონდე და ირონიული. მისთვის სენტიმენტები უცხოა. იანი ძირითადად პირველ სეზონში იყო ბოროტი გმირი, მეორე სეზონში ეხმარება თავის ძმას ელენას დაცვაში. ძალიან სახასიათო და სასაცილო პერსონაჟია ბოროტი იუმორით.

3. true blood – Eric Northman

სერიალიდან ნამდვილი სისხლი. ერიკი არის დაახლოებით 1000 წლის ვამპირი, ლუიზიანას შტატის შერიფი. პირველ სეზონში ერიკი მთავარი გმირის, სუკის შესაძლებლობების შესახებ იგებს, რომ მას ადამიანის აზრების წაკითხვა შეუძლია და ცდილობს ეს თავის სასიკეთოდ გამოყენოს. მას სუკის შეყვარებული, ვამპირი ბილი უშლის ხელს.

მეორე სეზონში აღმოჩნდება, რომ ერიკი სუკიზეა შეყვარებული, მაგრამ ამას თავის თავსაც არ უმხელს. ალექსანდრე სკარსგარდის პერსონაჟი ძალიან დამცინავი, ირონიული და უგრძნობია, მაგრამ ეს მხოლო ზედაპირულად. მეორე სეზონში ბილთან ერთად ცდილობს სუკის თაცვას და ამისთვის თავის 1000 წლიან სიცოცხლესაც აყენებს საფრთხეში.

2. buffy the vampire slayer – spike

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი სერიალი. ამ სერიალზე უკვე ვილაპარაკე ამ პოსტში. სამ სეზონში სპაიკი წარმოადგენს მთავარ ბოროტ ძალას, რომელსაც ბაფი და ანჯელი ებრძვიან. სპაიკი დიდი წლოვანების და ძლიერი ვამპირია. ის და ანჯელი ადრე მეგობრები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი მტრები არიან. სპაიკი სისხლის მოყვარული დაუნდობელი მკვლელია, განსაკუთრებით კი slayer-ებს ვერ იტანს და უვკე რამდენიმე თაობის დახოცილი ჰყავს. როცა შეხვდება ბაფის, მის მიმართ სიძულვილი გაუორმაგდება.

სპაიკი ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ბაფი თავიდან მოიშოროს, ჯიუტი და სასაცილო სლეიერი ყოველთვის ხელს უშლის. იმდენად დიდი ზიზღი და სიძულვილი აქვს მის მიმართ, რომ ეს ყველაფერი სიყვარულში გადაეზრდება.

შეუყვარდება იმდენად, რომ სულ სხვა ადამიანი გახდება. ბაფის გულისთვის სიცოცხლესაც დათმობს. მეოთხე სეზონიდან სპაიკი მათ ეხმარებათ.

ჯეიმს მასტერსმა დაუვიწყარი სახე შექმნა. ამერიკელები დღემდე გიჟდებიან სპაიკზე. ბრიტანული აქცენტი, დიდი იუმორი და მწარე ენა. თვითონ მსახიობი საუბრობდა, რომ ეს როლი მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესოა, რადგან საშუალება მიეცა სპაიკის რამდენიმე სახე გამოეჩინა – ბოროტი, დაუნდობელი მკვლელიდან ტრანსფორმაცია შეყვარებულ კაცამდე.

1. heroes – syler

და რა თქმა უნდა პირველ ადგილზე ჩემი უსაყვარლესი, უბოროტესი და უvillain-ესი საილერი. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, იცის, რომ ამ კაცზე ჭკუა მეკეტება.

სერიალიდან გმირები, სადაც საილერი, იგივე გაბრიელ გრეი, ოთხივე სეზონში მთავარი ბოროტი პერსონაჟია, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა აქვს. ამ შესაძლებლობებს ადამიანების მკვლელობით იღებს და მათ თავის ქალას უჭრის.

შესაძლებლობები : ტელეკინეზი,  ნივთების მოძრაობა, ხელებიდან ცეცხლების გამოშვება 🙂 ტელეპორტაცია, გაყინვა, უნიკალური მეხსიერება, სმენა დიდ მანძილზე და კიდევ მრავალი.

სამი სეზონი საილერი მთავარ გმირებს დასდევს მოსაკლავად, რადგან მათი თვისებები თვითონ მიითვისოს, მეოთხე სეზონში კი მის სხეულში სხვის გონებას და აზრებს მოათავსებენ და იდენტიფიკაციის კრიზისით იტანჯება.

ერთადერთი მსახიობია ზაქარი კინტო, რომელზეც ასე ვარ შეყვარებული და თან უიმედოდ 😦

Advertisements

3 thoughts on “best villains ever !!! hot top ten!

  1. აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს ნანახი და კარგი ვილიანები კი ამოგირჩვევია. ნუ ეხლა დაკარგულები გამონაკლისშია 😀 იმიტომ რომ მეორე სეზონის მერე არ მიყურებია.მაინც ლეგენდა მაძიებელზე სულ სხვაა.

  2. ვაღიარებ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან ყველა არ მაქვს ნანახი, თუმცა რაც მაქვს ნანახი, საკმარისია იმისათვის, რომ სათქმელი მქონდეს და ჩემი აზრიც დავაფიქსირო. ეხლა მეზარება კლავიატურის ინგლისურზე გადაყვანა 🙂 და არ მიწყინოთ, ქართულად დავწერ: “თრუ ბლად”- იდან ერიკ ნორტმანი მართლად დასამახსოვრებელი პერსონაჟია და რაც მთავარია მაგარი კაცია (inlove) იფ იფ… :))) ბილიც მომწონს, თუმცა ერიკს ვერ შეედრება არა მარტო გარეგნულად, არამედ თუნდაც სამსახიობო ოსტატობით.

    ხოდა რაც შეეხება “ვამპირის დღიურებს”, დეიმონი ძალიან მიყვარს. იან ზომერჰალდერი ჯერ კიდევ “ლოსთ”-ში შევამჩნიე და მომეწონა, ამ სერიალში კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.მართლა კარგად თამაშობს ვითომ და “ბოროტი” ვამპირის როლს, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ადამიანურია და ეს მომწონს.

    “ლოსთ”-ის ბენს ვერ ვიტან ორგანულად. 😦 რომ გადიოდა ეს სერიალი, ასე მეგონა გვერდით რომ მყოლოდა ანდა მე ვყოფილიყავი რომელიმე პერსონაჟის ადგილზე, რაღაცას დავმართებდი, იმდენად გამაღიზიანებელი და ცინიკოსია.თუმცა ალბათ ამიტომაც დაუფასდა შრომა და გარჯა და მიიღო ჯილდოები დამსახურებულად,რადგან მართლა კარგად განასახიერა თავისი როლი.

    ბოლოს კი ვიტყვი იმას, რომ ძალიან ადვილია კეთილი და უწყინარი ადამიანის როლის თამაში, თითქმის არც ჭირდება ადამიანს როლის გათავისება (არ ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ დრამებს და ისეთი ჟანრის ფილმებს, სადაც მსახიობი რასაც ქვია იმ პერსონაჟის კანში ძვრება თითქოს და იმ ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, ვისი განსახიერებაც უწევს), მაგრამ აი ბოროტი, საძაგელი, ცინიკოსი, ცივსისხლიანი და უგულო ადამიანის თამაში მართლაც მოითხოვს სხვა, სრულიად განსხვავებულ მიდგომას მსახიობის მხრიდან და ჩემი აზრით უფრო რთულია მაგრამ მგონი რომ ამავდროულად ძალიან საინტერესოც ასეთი როლის თამაში.

    პ.ს. კაიხელა პოსტი კი გამომივიდა და მიმიქარავს მგონი კინოკრიტიკოსის რევიუ, ისე აღვწერე ყველაფერი 🙂 🙂 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s