რამდენიმე წლის წინ საშინლად არ მომწონდა ტყავის ქურთუკები. მე და ჩემი დაქალი ყველას დავცინოდით, ვისაც ტყავი ეცვათ, მაგრამ მაშინ ნორმალურ ტყავს ვერ ნახავდა ადამიანი, განსაკუთრებით ბიჭებზე, რაღაც უგემოვნო გრძელი, ყავისფერი ტყავები ეცვათ.
დროთა განმავლობაში მომეწონა კი არა, გადავირიე ტყავის კურტკებზე, სადაც არ უნდა დავინახო კარგი, სევდიანად ვზმუივარ ჩემთვის 🙂
განსაკუთრებით მომწონდა ტეილორ მომსენის ტყავები gossip girl-დან და ნინა დობრევის the vampire diaries-დან.
ნამდვილად ორი წლის წინ ტყავის ხსენებაზე ცუდადა ვხდებოდი, ვხდებოდი კი არა ვხდებოდით, მაგრამ ზმუილიც აღარ მაკმაყოფილებს უკვე გულიც ცუდად მიხდება 😀