კუნძულზე დაკარგულები

ჩანაწერები ჯეკის დღიურიდან.

21 აგვისტო:

უკვე ერთი კვირაა რაც ჩვენი თვითმფრინავი ამ კუნძულზე ჩამოვარდა. ყველანი ცოცხლები ვართ კიდევ კარგი. ჯერ აზრზე ვერ მოვსულვართ რა ხდება. ლამაზი კუნძული კი არის, მაგრამ რაღაც შავი კვამლი დაქრის ხოლმე აქეთ–იქით და ვერ გაგვიგია რა არის. იმედია მაშველები მალე მოგვაგნებენ

28 აგვისტო :

კუნძულზე საშინლად ცხელა.  ბიკინიანი გოგოები ირუჯებიან, ჩვენ კი სანადიროდ დავდივართ. რაღაც უცნაური კამერები დაგვყვებიან სულ, მგონი გვიღებენ, არ ვიცი, გვერიდება კითხვა. ხო მართლა, დღეს ჯონმა დიდი ჭა იპოვნა კუნძულზე, მაგრამ ვერ გადაგვიწყვეტია ჩავიდეთ თუ არა, იქნებ შიგნით წყალი არაა და დავიმტვრევით.

15 სექტემბერი:

დღეს ჭაში ჩავძვერით და აღმოვაჩინეთ საიდუმლო სადგური. იქ ერთი კაცი იჯდა და ჩიპსებს ახრამუნებდა, თან ყოველ 3 საათში რაღაც ღილაკს აჭერდა თითის. ეს კაცი გავაგდეთ და ჩვენ ჩავსახლდით, ღილაკი კი გადავაგდეთ. აქ ერთი გოგოა, იფფ, მაგარი გოგოა, კეიტი ჰქვია, მგონი მოვწონვარ. ნეტავ როდის დავაღწევთ თავს ამ კუნძულს…

12 ოქტომბერი:

ჩიპსების მარაგი გაგვითავდა. ზევით ისევ ის შავი ბოლი დაქრის. პოლარული დათვები ზევით მღერიან. ჯანდაბა! ვეღარაფერი გაგვიგია რა ხდება! დაბნეული სცენარისტები თავის ფხანვით დადიან და იმათაც ვერ გაუგიათ! სად ვართ? პარალელურ სამყაროში თუ ნამდვილში? ჯონი ჩემი შვილია თუ სოიერი ჩემი მამა? იქნებ მე ვარ კეიტის თანამზრახველი და ის კი ბენის  კატაა? იქნებ მომავალში ჩვენ ბიძაშვილები ვართ? ან წარსულში ვიყავით?

23 დეკემბერი:

ჩვენმა რეჟისორმა რომ ვერაფერი გაიგო, ადგა და ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ, ვაშა! დავინახეთ როგორც იქნა ნათელი და გავცურეთ მისკენ! დასრულდა ჩვენი 6 წლიანი ტანჯვა!

პ.ს მომენატრეთ დაკარგულებო🙂

 

3 thoughts on “კუნძულზე დაკარგულები

  1. შენ იხუმრე და იმ საწყლებმა მგონი თვითონაც ვერაფერი გაიგეს და ყველაზე ადვილი დასასრული გამონახეს.

  2. აუუუ, რა მაგარია:):):) სამსახურში ხმამაღლა გაცინების მერიდება და მონიტორს ამოფარებული ვფხუკუნებ🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s