the hills – ცხოვრება ლოს–ანჯელესში

the hills–მდე იყო სხვა რეალითი შოუ “Laguna Beach”, საიდანაც მისი მთავარი მოქმედი გმირი ლორენ კონრადი გადავიდა ლოს–ანჯელესში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სწორედ აქედან დაიწყო the hills.

ეს არის რეალითი შოუ, ანუ არაა დადგმული. გადაღებულია 6 თვით ადრე ეთერში გასვლამდე, მერე დამონტაჟებულია. მთავარ გმირებს ყველგან კამერა დაყვება, სახლში, სამსახურში, კაფეებში, ღამის კლუბებში. დაახლოებით სერიალის სახე აქვს, ოღონდ ნამდვილის.

ლორენ კონრადი (Lauren Conrad) ოცი წლისაა, როცა დატოვებს ლაგუნას და ქალაქში თავის საუკეთესო მეგობართან, ჰეიდი მონტეგთან (Heidi Montag) გადავა. ჰეიდის ჰყავს ასევე საუკეთესო მეგობარი ადრიანა პატრიჯი (Audrina Patridge). ლორენი მუშაობას იწყებს ვოგის გამომცემლობაში, სადაც გაიცნობს თავის თანამშრომელს, უიტნი პორტს (Whitney Port) ძირითადად ეს ოთხი გოგო ფიგურირებს შოუში, მაგრამ ლორენი მაინც მთავარია.

ლორენ კონრადი:

 

ჰეიდი მონტეგი: (რომელმაც ბოლო წლებში ათამდე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა) იყო ასეთი:

გახდა ასეთი:

ადრიანა პეტრიჯი

და უიტნი პორტი:

ამის მერე იწყება დრამა, დრამა და სკანდალი ყოველ სერიაში, ბიჭები, ღალატი, დაშორება, შერიგება, ძვირფასი წვეულებები, მოდის ჩვენებები და ფეშენ შოუები. ჰეიდი შეხვდება სპენსერს, რომელიც ლორენს არ მოსწონს. ამის გამო ისინი იჩხუბებენ და რამდენიმე წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ჰეიდი სპენსერს ცოლად გაყვება და ცალკე ცხოვრობენ. ცალკე მათი ოჯახისეული დრამა და თავგადასავლები.

ადრიანა უიმედოდაა შეყვარებული საერთო მეგობარზე, ჯასტინზე. ლორენმა ვერაფრით იპოვნა სიყვარული. სამაგიეროდ კარიერაში აღწევს წარმატებებს.

ბიჭები შოუდან:

დიდ შინაარსს ვერ შეგპირდებით, მარტო იმაზე ფიქრობენ რა ჩაიცვან, როგორ გაერთონ და ვისთან დაწვნენ, მაგრამ მზიანი კალიფორნია, ვარკვლავები, მდიდრული ცხოვრება, წვეულებები, ჩხუბები, ცოტას მაინც გაერთობა ადამიანი.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s