movies that makes me cry

ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, ასე თუ ისე შეამჩნევდა, რომ არ ვარ სენტიმენტალური და ემოციური. ხშირად არ ვიტირი, არც დაკარგულ სიყვარულზე და ნისლებზე დაწერილ მოთხრობებზე მიჩუყდება გული, მაგრამ არის რამდენიმე ფილმი, რომელმაც უნდა ვაღიარო, რომ მატირა.

პირველი მახსენდება სტივენ კინგის ნოველის მიხედვით გადაღებული  The Green Mile. მაშინ პატარა ვიყავი, მე და დედაჩემმა ვუყურეთ ღამე და ორივემ ბევრი ვიტირეთ. ახლა ალბათ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ მაშინ იმ საყვარელ ზანგზე გული დამწყდა, სიკვდილით რომ დასაჯეს.

მაქვს ერთი ძალიან სუსტი წერტილი. როცა საქმე შეეხება ცხოველებს, განსაკუთრებით ძაღლებს და მათზე გადაღებულ ფილმებს, ვხდები ძალიან გულჩვილი, ამიტომაც რომ ამ ორ კინოზე ძალიან ცუდად გავხდი.

Eight Below (2006) ნამდვილი ამბავის მიხედვითაა გადაღებული, სადაც ანტარქტიკაზე დარჩენილი ძაღლების ისტორიაა მოყოლილი. პოლ უოკერს მოსალოდნელი ქარიშხლის გამო მოუწევს თავისი ერთგული მეგობრების დატოვება, სადაც ისინი 6 თვე სრულიად მარტოები რჩებიან. პოლი ამ 6 თვის განმავლობაში ცდილობს იპოვნოს სპონსორი, რომ ძაღლები ჩამოიყვანოს. ძაღლები ახერხებენ და გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ყველა ვერ გაუძლებს ყინვას და შიმშილს. საოცარი ძაღლები არიან, ჭკვიანები.

შემდეგი ფილმია Marley & Me (2008). ჯენიფერ ანისტონი და ოუენ უილსონი პატარა ლაბრადორს აიყვანენ. მარლი გაიზრდება და გახდება ძალიან ცელქი და მოუსვენარი ძაღლი. ამასობაში წყვილს შვილებიც ეყოლებათ, მარლი კი ნელ–ნელა დაბერდება.

პრინციპში მეტი არაფერი მახსენდება, არასდროს მიტირია ტიტანიკზე, ნოუთბუქზე, პერლ ჰარბორზე, და პიანისტზე კი მომაწვა ბურთი ყელში, მაგრამ ცრემლები გმირულად შევიკავე 🙂

Advertisements

3 thoughts on “movies that makes me cry

  1. აუუ, სოფო “Green Mile” მართლაც გასაოცარი ფილმია და რომ ვკითხულობდი ამ პოსტს, გამიკვირდა რომ ამოვიკითხე, რომ მაგრად დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს.მეც დედაჩემთან ერთად ვუყურე ამ ფილმს ღამით და ორივემ ვიტირეთ მართლა.მე იმ მომენტზე ამივარდა ტირილი, იმ ზანგს რომ აწამებენ და დიდი ვაი-ვაგლახით რასაც ქვია წამებაში რომ მოკლავენ.უჰ, რომ მახსენდება ეგ მომენტი, ეხლაც მაჟრიალებს. 😦
    “ტიტანიკს” რაც შეეხება, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, აისბერგს რომ დაინახავენ ის მატროსები, იმ მომენტის მერე ვეღარ ვუყურებ წესიერად, ცუდად ვხდები. ხოდა ვაღიარებ, მიტირია ამ ფილმზე და რა ვქნა. 🙂

    • ხან სველ პირსახოცს დააფარებენ შუბლზე, რა საყვარელია არადა. ისე ხომ არ გაგვეცნო ერთმანეთი? 🙂

      • კი, რა პრობლემაა. 🙂 ოღონდ კომენტარებში ხომ არ გავიცნობთ ერთმანეთს.ჩემს იმეილს დაგიტოვებ, შენიც დამიტოვე და იქ გავაგრძელოთ მიწერ-მოწერა თუ გინდა.კომენტარებს კი უხვად დაგიტოვებ ხოლმე შენს ბლოგზე. 🙂

        natia.khuchua@gmail.com

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s