queer as folk

სანამ ამ სერიალზე გავაკეთებდი პატარა რივიუს, ერთი გაფრთხილება: ძალიან გთხოვთ, ჰომოფობებო, ან თავი შეიკავეთ წაკითხვისგან, ან თუ წაიკითხავთ კომენტარებს ნუ დატოვებთ.

ეს სერიალი ძალიან ჰგავს “სექსი დიდ ქალაქში”–ს იმ განსხვავებით, რომ მისი მთავარი ოთხი მოქმედი გმირი ჰომოსექსუალები არიან, ამიტომ რუსებმა ასეც თარგმნეს მისი სახელი “სექსი სხვა ქალაქში”. მოქმედება ვითარდება პიტსბურგში. ქალაქში, სადაც მრავლად არიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები.

ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო პერსონაჟი გეილ ჰაროლდის შექმნილი სახე ბრაიან კინია. ბრაიანი სარეკლამო სააგენტოში სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობს, აქვს დიდი და თანამედროვე სახლი, ჰყავს მეგობრები, მაგრამ არასდროს არ ჰყავს მუდმივი პარტნიორი. სიყვარულს არ აღიარებს, ყოველთვის დასცინის შეყვარებულ მეგობრებს. აქვს ძალიან მწარე ენა და იუმორი. სინამდვილეში გეილი ბისექსუალია, თორემ ამდენ ეროტიკულ სცენაში გადაღება გაუჭირდებოდა ალბათ, თან ასე ბუნებრივად.

ერთ დღესაც ბრაიანი შეხვდება ჯასტინს, ქერა, სკოლის მოსწავლე ბიჭს, რომელიც მთლიანად შეცვლის მის ცხოვრებას. ჯასტინი მხატვარია, მას ერთი ნახვით შეუყვარდება ბრაიანი. იმის გამო, რომ ჰომოფობი მშობლები არ იღებენ მის ორიენტაციას, ის ბრაიანთან გადავა საცხოვრებლად.

მეორე პერსონაჟი ემეტია, რომელიც გახსნილი გეია, მანერული, მაგრამ ძალიან საყვარელი. ემეტი ყოველთვის სიყვარულს და რომანტიულ გრძნობებს ეძებს, მაგრამ ხან უმართლებს და ხან არა.

თედ შმიტი ბუღალტერია, მისი ორიენტაციის ამბავი სამსახურში არავინ იცის. კეთილი და საყვარელი ადამიანია. მასაც პრობლემები აქვს ადამიანებთან ურთიერთობაში. მოგვიანებით კი ნარკოტიკებისადმი გახდება დამოკიდებული.

და ბოლოს მაიკლი, რომელიც კომიქსებზეა გადარეული, უსაყვარლესი ღიმილი აქვს და მას და ბრაიანს შორის ყოველთვის იგრძნობა მცირე ინტერესი. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, სკოლიდან მოყოლებული და მაიკლი მასზეა შეყვარებული, მაგრამ ამას არასდროს არ აღიარებს.

ამ ოთხ მეგობარს ჰყავთ კიდევ საერთო მეგობრები, ლინდსი და მელანი, რომლებიც ლესბოსელები არიან და უკვე 8 წელია ერთად ცხოვრობენ. ლინდსის ბრაიანისგან ჰყავს შვილი (ხელოვნური განაყოფიერებით)

სერიალი ძალიან უხვად არის დატვირთული ეროტიკით, ხანდახან ძალიან ზედმეტადაც, ფაქტიურად დღე ვერ ვუყურებდი იმის შიშით, ვინმე არ შემოსულიყო ოთახში. არის ძალიან ემოციური, ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ღალატზე, იმაზე, როგორ უჭირთ ამ ადამიანებს თავისი თავის დამკვიდრება, მაგრამ იბრძვიან ამისთვის. მთლიანად შეცვლის თქვენს ხედვას ჰომოსექსუალებზე, დამიჯერეთ.

კიდევ ერთი, სერიალს ვუყურებდი რუსული გახმოვანებით, რომელსაც ერთი ადამიანი, დანილა ივინი იხმოვანებდა. ბოლო, მეხუთე სეზონის დასასრულს ამ კაცმა სანამ ტიტრები ამოვიდოდა, პატარა კომენტარი გააკეთა, რომ ამ სერიალმა ბევრი ადამიანი გადაარჩინა და მათი ცხოვრება შეცვალა.

IMDB რეიტინგი:  8.4

Advertisements

5 thoughts on “queer as folk

  1. გამოხმაურება: TV histeria – რომანტიული მელოდრამა « ქამელეონი

  2. გამოხმაურება: 2010 in review | ქამელეონი

  3. გამოხმაურება: სასაცილო საძიებო სიტყვები | ქამელეონი

  4. გამოხმაურება: happy birthday ქამელეონი « ქამელეონი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s