facebook and me

რამდენჯერმე კი არადა ხშირად მინახავს ჩემი მეგობრების ან სულაც უცხო ადამიანების სტატუსები ან მოწერილები. ზოგი იმას ჩივის, რომ ფეისბუქი მთელ დროს ართმევს, რომ თავს ვეღარ ანებებს და სწავლის დრო აღარ რჩება. ვკითხულობ და მიკვირს.

ეტყობა მე ვერ ავუწყე ფეხი სოციალურ ქსელებს, ან მთლად ვერ ჩავწვდი აზრს. დღეში ერთხელ, ან არც, გავხსნი ფეისბუქს, რამდენიმე წუთი ვნახავ მონაწერებს, მერე უაზროდ ვუყურებ ცოტა ხანი ვაწკაპუნებ და ვრთავ. რა უნდა გავაკეთო მეტი?

ფეისბუქის ჩატი არ მიყვარს, ხშირად იკარგება გვერდიდან გვერდზე გადასვლისას მონაწერები, მაგას სკაიპი მირჩევნია ბევრად, ასე რომ არც ვიყენებ. ვინც იქ მყავს, ყველა მყავს სკაიპში.

ადრე ფერმას და იოივილს ვთამაშობდი, მაგრამ არც მაშინ ვუთმობდი რამდენიმე საათს. როცა ფერმაში მილიონიანი ვილა და იოივილში სამსართულიანი სახლი ვიყიდე თავისი ავეჯით და ტექნიკით, მერე მომწყინდა და თავი დავანებე 🙂

სურათების დაკომენტარება დალაიქება, ვიდეოების გაზიარება, მონიშვნა, ამ ყველაფერს რამდენიმე წუთში ვასწრებ, დანარჩენი დრო კი მირჩევნია ფილმის ან ტელეშოუს ყურებას დავუთმო, ვიდრე იქ უაზროდ დარეფრეშებას.

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s