never give up

წუხელ სანამ დავწვებოდი, ფილმის ყურება მინდოდა, ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვნახე   Never Back Down. ადრე ტრეილერი მქონდა ნანახი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვდა რაზე იყო, მაგრამ მაინც ჩავრთე იმ მიზნით, რომ ცოტა ხანში გამოვრთავდი.

პირველი ათი წუთი სკეპტიკურად ვუყურე, ცოტა ხანი გამორთვაც დავაპირე, მაგრამ კიდევ კარგი ეს არ გავაკეთე! მთელი ღამე ოქროსფრად მოელვარე პრესები მესიზმრებოდა🙂

გადაღებულია 2008 წელს, წარდგენილი იყო რამდენიმე ნომინაციაზე, ჟანრი : ტრილერი, სპორტი, დრამა.

რაც შეეხება შინაარსს: ახალგაზრდა ბიჭი, ჯეიკ ტაილერი ოჯახთან ერთად გადადის ახალ სახლში საცხოვრებლად. წინა სკოლაში ფეხბურთის თამაშის დროს  მოუვიდა ჩხუბი, რომელიც ვიდეოზე გადაიღეს და ყველამ ნახა.

ჯეიკი ახალ სკოლაში აღმოაჩენს მებრძოლთა კლუბს, რომლებიც ქუჩის ჩხუბებში მონაწილეობენ.  მისთვის ეს არ არის საინტერესო, მაგრამ ყველაზე ძლიერი მებრძოლი, რაიანი მას ყველას თვალწინ დაამცირებს. ამის შემდეგ ჯეიკი მიდის კლუბში და იწყებს ჩხუბის სწავლას პროფესიონალ მენტორთან.

ფილმი მთავრდება შეჯიბრებით, სადაც რამდენიმე ტურის გავლის შემდეგ რაიანს უნდა შეეჯიბროს, რომელიც ფაქტიურად დაუმარცხებელია.

კინო არის ძალიან საინტერესო, ახალგაზრდული, დაძაბული და კარგად ყურებადი. პირადად მე გული ცუდად გამიხდა რაიანის და ჯეიკის გახდილი ტანის შემხედვარეს🙂🙂🙂

ჯეიკის როლს შონ ფარისი ასრულებს, ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი:

რაიანი კი კემ გიგანდეტია (ბინდიდან ბოროტი ქერა ვამპირი). კემს ცუდი როლი ჰქონდა, მაგრამ მე მაინც იმას ვგულშემატკივრობდი🙂

რა თქმა უნდა ფილმში არის სასიყვარულო მომენტებიც. რაიანის შეყვარებულს ჯეიკი შეუყვარდება და ეს უფრო გააღრმავებს მათ შორის დაპირისპირებას.

თავარი აზრი ამ კინოში არის ის, რომ არასდროს არ უნდა დანებდე და როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს!

One thought on “never give up

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s