ოპერაცია “სქელი ტრაკი”

დიახ სწორედ ასეთი სათაურით ვნახე ნაწარმოები  literartura.ge ზე.  რომ დავინახე რა თქმა უნდა არ მომეწონა თავიდანვე, დამაინტერესა და აღმოჩნდა, რომ ეს ნაწარმოები იღებდა მონაწილეობას წეროს კონკურსში. მეთქი თვალები მატყუებს და რაღაცას ვერ ვხვდები, შევედი და წავიკითხე. პირველივე წინადადებიდან, მართალს ვამბობ, ყბა კომპიუტერის მაგიდაზე ჩამომივარდა და მაინც განვაგრძე. გმირული სულისკვეთებით გავედი ბოლომდე, კითხვაც ჩავამთავრე და უცებ ისეთი გაცოფება ვიგრძენი, ვერ აგიღწერთ.

ჯერ უბრალოდ იმდენი გამოყენებული უცენზურო სიტყვა საშინელი წერის კულტურა. საზიზღარი რეალობა სასტიკი რაღაც… უბრალოდ ამის ასაღწერად სიტყვები არ მყოფნის. მე ზუსტად ვერ ვიტყვი ამის ავტორი რაზე ფიქრობდა საერთოდ ამას რომ წერდა. ან რაღაცის უკმარისობა აქვს რაზეც წერდა, ან საერთოდ თავში ვერ აქვს ყველაფერი რიგზე. მე მაგალითად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. და ვინც საერთოდ ის საიტზე დადო და  კონკურსში შეიყვანა, იმას ხომ საერთოდ…

ხალხნო ასეთი დაბალი დონე გაგებულა საერთოდ სადმე? ასეთ დონემდე ადამიანი როგორ უნდა დაეშვა. მე და სოფოც მწერლები ვართ. ბავშვობიდან ვწერთ. მესამე რომანს უკვე. ერთი წიგნი გამოშვებულიც გვაქვს. ასე რომ ჩვენც მწერლები ვართ ასე თუ ისე. მაგრამ ასეთ შეუზღუდაობას, ასეთი იდიოტური შინაარსი, ასეთი უცენზურო სიტყვები ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს.

გულით გამკვირვებია ასეთი რამე როგორ შეიძლება? ავტორი ხარ, წერ, ასე თუ ისე პრეტენზია გაქვს ხომ? ასეთი რამის კადრება გაგონილა? ეხლა სხვათა შორის დაკვირვებული ვარ. ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რაც უფრო მეტი გინებაა მოთხრობა იქნება თუ რომანი, რაც უფრო მეტი უხამსობაა და რაც მთავარია სადაც უფრო მეტი ქურდები არიან პერსონაჟებად, უფრო მეტ ქებას და მოწონებას იმსახურებენ. ჯეოსტარის პოსტშიც შევეხე და ეხლაც ვამბობ, აი სადამდე მიგვიყვანა დაქვეითებულმა გემოვნებამ, რომ კონკურსებშიც კი უკვე ისეთი ნაწარმოებები იღებენ მონაწილეობას, რომ აღშფოთებას თავი დავანებოთ, საერთოდ სიტყვა არ გეყოფა მათი დაბალი დონე აღწერო.

მე პირადად ეს უკვე კატასტროფად კი არა და მეორედ მოსვლად მიმაჩნია. წერაცაა და წერაც. რახან წერ, შეზღუდვა არ არსებობს? მაგრამ რა შეზღუდვაზეა ლაპარაკი, ასე გახარებული რომ გამოფენ ნაწარმოებს, და უბრალოდ იმის უფლებას მისცემ რომ რაიმე კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, ვერც მთლად შენ გქონია საქმე კარგად.

მე ამ ფაქტმა ისე ძალიან აღმაშფოთა, რომ ჩემს თავსაც გადავაბიჯე მგონი, მაგრამ რომ არ ამომეთქვა არ გამოვიდოდა. და ოღონდ შურიანობას ნურავინ დამაბრალებთ გეხვეწებით. მგონი თქვენ თვითონაც მიხვდებით რომ “ოპერაცია სქელი ტრაკის” თუ შემშურდა, მეც კარგად მქონია საქმე.

by qameleoni555

4 thoughts on “ოპერაცია “სქელი ტრაკი”

  1. ერთხელ კიდევ უნდა წავიკითხო ერთი, ასე ძალიან რომ აღგაშფოთა🙂 ისე ამ ბოლო დროს სულ აღშფოთებული ხარ🙂 რას იზამ ცხოვრებაა ასეთი (გმირული მუსიკა)

  2. ras izam shennairi nervebi rom mqondes, ashenebuli viqnebodi aqamde. ara jer agaraferia iseti rac agmashfotebs da mgoni awi mec damawyebineben ginebas da ragac cudebis weras😀

  3. აუ რა მაგარია პირველი მე ვიყიდი შენს წიგნს მიდი რაააააა ერთი კაი უხამსი რომანი დაგვიწერე :p

  4. თუ გინდა ბონუსები გამოვაქვეყნოთ და მეტი რაღა გინდა? უარესი კი არაა. აცინებს მაინც ხალხს😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s