პიანისტი

არ აქვს მნიშვნელობა კლასიკური მუსიკა გიყვართ თუ არა, არც იმას აქვს მნიშვნელობა პიანისტი ერთხელ მაინც თუ გინახავთ.  უბრალოდ ჩართეთ და მოუსმინეთ.

ეს არის მუსიკა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მივიწყებული ნოტები გამახსენებინა და ჩემს ძველ პიანინოსთან დამსვა, მერე კი საათობით მარჩევინა და მაწვალა, მაგრამ განსხვავებით სწავლის პერიოდის, ამ პროცესით დიდი სიამოვნება მივიღე.

ამ ყველაფერს განსაკუთრებით ამძაფრებს რომან პოლანსკის სამი ოსკარის მქონე დრამა – პიანისტი. მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის ბრძოლა გადარჩენისთვის. მთელს ფილმს ლეიტმოტივად შოპენის გენიალური მუსიკა მიყვება. გახსნა და ფინალური სცენა კი ამ ნოქტიურნით ხდება. აღარაფერს ვამბობ ედრიან ბროუდის ფენომენალურ ნიჭზე, რომელიც ამ ფილმში ჩადო. სწორედ ამიტომ ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარით დააჯილდოვა.დანარჩენი ორი ოსკარი რეჟისორს და სცენარისტს ერგო.

ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ომის საშინელება, გერმანელების სასტიკი მოპყრობა და ოჯახის გარეშე დარჩენილი პიანისტი, რომელსაც გერმანელი კაპიტანი ეხმარება, რომელიც ერთ მიტოვებულ სახლში ნახავს. ვლადისლავი მისთვის დაუკრავს, ეს ყველაფერი კი კაპიტანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ამ პატარა, სულ რაღაც სამ გვერდიან მონაკვეთში ბევრი რამეა ჩადებული, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის,  სევდიანი და დრამატული პატარა მუსიკალური მოთხრობაა, რომელიც მსმენელს ბევრ რამეს უამბობს.

One thought on “პიანისტი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s