ჯეოსტარი- აღშფოთებული პოსტი

სოფო შეეხო ამერიკულ პროექტს american idol ს და  x factorს. აზრად მომივიდა რომ მეც გაგანდოთ ჩემი აზრი ქართული მუსიკალური პროექტების შესახებ, რომლებიც ასეთი პოპულარულია საქართველოში და მეც ვუყურებ თქვენთან ერთად.

რაღა რომლებიც, ერთი ჯეოსტარია და მეორე ვარსკვალების აკადემია იყო და იმ საწყლებსაც თავზე დაენგრათ ყველაფერი, თორემ ერთადერთი ნორმალური პროექტი მგონი ეგ ქონდათ. ნუ ბრავო ცალკე მოვლენა და ფენომენია და ამას მერე ცალკე შევეხები.  ახლა მინდა უშუალოდ ვისაუბრო ჯეოსტარზე, და დარმწუნებული ვარ პირველი არ ვიქნები რომელიც აღშფოთებას გამოთქვამს, თუმცა ვეცდები არც კარგი დავუკარგო.

დავიწყოთ იქიდან, რომ მართალია ამერიკან აიდოლის თავგადაკლული მაყურებელი არ ვარ, მაგრამ სეზონები მაინც ნანახი მაქვს.  ქართველებმა სცადეს მისთვის მიებაძათ და რაიმე კარგი შოუ გაეკეთებინათ. კი ბატონო გააკეთეს, ეცადნენ მაინც. სხვათა შორის სიმართლე რომ ითქვას არც მთლად ცუდად გამოსდიოდათ.

რა თქმა უნდა არ იყო ისეთი სცენა განათება , ხარისხი, არც მომღერლები და ასე შემდეგ, მაგრამ სამაგიეროდ ტარდებოდა საინტერესო ტურები, რომელთა ყურების დროსაც ასე თუ ისე არ იხვრინებდი.

ეს ბოლო ორი სამი წელიწადია კიდევ პირადად ჩემმა აღშფოთებამ უბრალოდ პიკს მიაღწია. ყველა კვირას უიმედოდ სასოწარკვეთილი ვჯდები სავარძელში და სოფოსთან სინქრონში (ტელეფონით ველაპარაკებით და ისე ვუყურებთ ერთად ყველაფერს) კიდევ ერთ იმედგამაცრუებელ ტურს ვუყურებ, რომელიც იმდენად იწელება, რომ საბოლოოდ ორივეს ტელეფონზე გვეძინება მეტი მოწყენილობით. მაგრამ მაინც გმირულად ვუზივართ ყოველ კვირა ტელევიზორებს და ვცდილობთ რამე კარგი აღმოვაჩინოთ სრულიად უსარგებლო ტურებში.

წეღან სოფომ სწორად აღნიშნა, ერთერთი ფაქტი რაზეც ძალიან მეშლება ნერვები არის ის, რომ აზრი არ აქვს ჯეოსტარში გამარჯვებული ხარ თუ არა. მითხარით აზრი აქვს ისეთ გამარჯვებას როცა ბექებში დგახარ მეორე წელიწადს და ვიღაც ახალბედებთან შედარებით მეორე პლანზე გადადიხარ? ამას ქვია პოპულარულობა და სცენაზე ღირსეულად დგომა? მაგრამ რა ქნას გამარჯვებულმა რომელსაც ფიზიკურად მეტი გზა არ აქვს, როცა თავის რჩენა უნდა? ჩემი აზრით მსგავსი პროექტი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სადაც მას ექნება მოგება, სადაც მას ექნება გასაქანი, სადაც მომღერალი მართლა ღირსეულად ყალიბდება და იძენს გამოცდილებას.

ჩვენს ქვეყანაში რა გასაქანი უნდა მიეცეს კონკურსანტს? რომელსაც ნორმალურად სიდის არ უწერენ, ან თუ უწერენ წლობის მერე? ან რა მოსმენის კულტურაზეა ლაპარაკი ან რა გემოვნებაზე.

როცა ამერიკაში სულ მეტი სიმღერა გრძელდება ორ წუთს აქ დაახლოებით ხუთ წუთამდე ჭიმავენ, რომ რეკლამამდე დრო გაიყვანონ და თან როგორი ვერსიებია განსაკუთრებით ამ წელს რომ ვუსმენ გული მისკდება. მერე ვფიქრობ ან მე დავყრუვდი ან ჟიური-თქო. მაგრამ ჯერჯერობით ნორმალური სმენა კი შემრჩენია რომ გულისგამაწვრილებელი ვერსია გავარჩიო ნორმალური ვერსიისგან.

ძალიან მიკვირს საიდან მოაქვთ ამდენი ტრაგიკული სიმღერები და ასეთი მოსაწყენი? თუ შესაძლებელი იყო რამდენიმე წლის წინ რომ გაკეთებულიყო ნორმალური ტურები და მართლა კაცი არ მოიწყენდა წესით და რიგით უფრო მეტად არ უნდა განვითარებულიყო ეს ტენდენცია? იცოცხლე მსგავს პროექტებში როკ ტურებია და ცოცხალი დადგმები, ბრწყინვალე შოუები არნახული. სიმღერას რომ აღარ აქცევ უკვე ყურადღებას და უყურებ შოუს რომელიც გატკბობს.

კონკურსანტებიც რაღაც სხვანაირები არიან ცოცხალი, თამამი, თავის თავში დარწმუენბულები. ნუთუ შეუძლებელია გავცდეთ ფრანგულ რომანსების და ქართული ტრაგიკული სიმღერების მღერას და გავაკეთოთ რამე თანამედროვე ცოტა ცოცხალი, და არა მკვდარი და სახვრინავი? არ გვეყოფა ქართველებს ისედაც ტირილი და ვაი-ვიში?

ანდა ამ ალბომებს რომ წერენ ძალიან მაინტერესებს თუ ეყიდებათ ან რა ჟანრში წერენ საერთოდ? აი რაშია საქმე. რომ არ არსებობს საქართველოში მოსმენის კულტურა და გემოვნება. ისევ ჰარი ჰარალოს პერიოდში რომ ვართ და ისევ რომ ესაა ჩვენში პოპულარული იმიტომაც გვყავს ამდენი პოპულარული ჯეოსტარის გამარჯვებული.

საერთოდ ვერ ვისწავლეთ გემოვნება ვერანაირად და ნორმალური და დაბალი დონის მუსიკის გარჩევა ერთმანეთისგან. ამიტომაცაა რომ ყვავის შოუ ბიზნესი ჩვენთან და ყველა ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც აუცილებლად არ მღერის დაბალი დონის სიმღერებს და სუფრულებს, იხლიწება და იქოლება.

შეიძლება დამაბრალოთ კიდეც, შენ ვინ ხარ გემოვნებას რომ გვასწავლიო, რაზეც მე უბრალო ვიტყვი რომ ვარ ადამიანი, რომელმაც გამოთქვა საკუთარი აზრი. მე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეოები ამერიკელი კონკურსანტების და ჩვენი ჯეოსტარელების და იმედია განსხვავებას შეამჩნევთ მაინც.

ჩემი უსაყვარლესი შესრულება ერთერთი ყველაზე უმაგრესი აიდოლის ადამ ლამბერტის მიერ. ახლა შევადაროთ ჩვენს ერთერთ ქართველ კონკურსანტს.

აქ რომ ასეთი დუეტი შეესრულებინა ვინმეს ალბათ მარინა ბერიძე საშვილიშვილოდ გადასცემდა ხატზე და მთელი ქართველი ერი ეშმაკისეულად შერაცხავდა შემსრულებელს. პრინციპში ვერც ვერავინ შეასრულებდა მსგავსად ადამისა. მთავარია რუსულ რომანსებს აღარ გვიმღერიან ჩვენი ჯეოსტარელები თორემ ისე რაღა მოგვკლავს.

ახლა კი შემოგთვაზებთ ბრიტანული პროექტის იქს ფაქტორის ყველაზე ამაღელვებელ დუეტს. ბიონსესა და მეშვიდე სეზონის გამარჯვებულ ალესანდრა ბურკეს მიერ შესრულებულს.

ეს კი ჩვენი ჯეოსტარელები, რომლებსაც ცუდ ნამღერს ნამდვილად ვერ დავარქმევ, პირიქით ძალიან საყვარლები არიან,მაგრამ ფაქტი ფაქტია და შეადარეთ აბა თქვენ თვითონ

აი ანი სირაძე კიდევ, რომელზეც წლევანდელ ჯეოსტარზე ამდენი ამბები ატყდა ჩემი აზრით განხილვად არ ღირს უბრალოდ. მართალია ბავშვია და ბევრმა ცუდი ილაპარაკა და დავინდოთ და ცოდოა და ასე შემდეგ, ასე რომ ყურადღებას აღარ გავამახვილებ, სიმართლე რომ ითქვას, რატომღაც ამ გოგოს მიმართ თავიდანვე, როცა ჯერ კიდევ კასტინგზე მოვიდა, ძალიან დიდი ანტიპათია გამიჩნდა, რა დამიშავა, მაგრამ ჩემი ბრალი არაა გამიჩნდა და ჰა. ჰოდა გამართლდა მერე ჩემი თავიდანვე ნათქვამი.

რა ვიცი რა ვიცი უხმობას ამ ბავშვს ვერ დავაბრალებ ნამდვილად მაგრამ…

მოკლედ ეს იყო ჩემი ფრიად აღშფოთებული პოსტი ჯეოსტარის ავკარგიანობაზე და რასაც ვფიქრობდი გამოვთქვი ის. ისე ასე გულახდილად არასდროს დამიწერია და მთლადაც ნუ გამკიცხავთ. რა ვიცი იქნება ოდესმე გაეცეს პასუხი ჩემს ამ გაწბილებულ კითხვებს, რომლითაც დღევანდელი პოსტი ავავსე.

by qameleoni555

Advertisements

4 thoughts on “ჯეოსტარი- აღშფოთებული პოსტი

  1. რა ძალიან ყოფილხარ აღშფოთებული 🙂 მეც ეგრე ვარ 🙂 მაგრამ ამდენს მაინც ვერ დავწერდი. ეჰ დაველოდოთ ისევ ორშაბათს, მიყვარს ეს მოსაწყენი საღამოები, კარგად მეძინება მერე.

  2. რომ მეგონა ალესანდრა კარგად მღეროდა, ბიონსეს ფონზე სულ აღარ გამოჩნდა 🙂 ისე საიმონი და შერილი რატომ ეხუტებოდნენ ერთმანეთს ბოლოს ვერ მივხვდი 🙂

  3. მე არასროს არ მიყურებია, და სურვილიც არ გამჩენია ყურების.
    სასტიკად არ მიყვარდა ეგ პროექტი.
    აი ვარსკვლავების აკადემიას ვუყურებდიიი 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s