უილ ტრეველერის საიდუმლო

ეს სერიალი თითქმის არავინ არ იცის. არც მე მეცოდინებოდა, რომ არა იმედი, სადაც ერთი წლის წინ გაუშვეს, მაგრამ ძალიან უთავბოლოდ, ხან წყვეტდნენ, ხან აგრძელებდნენ, ერთი სიტყვით მარტო რეკლამა ვნახე და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ დავინტერესებულიყავი.

გადაღებულია 2007 წელს, სულ ერთი სეზონია, 9 სერია. სერიალი არც ეთქმის, უფრო რამდენიმე ნაწილიანი ფილმია.

სერიალის სახელია “Traveler”, მაგრამ იმედზე თარგმნეს როგორც უილ ტრეველერის საიდუმლო, ამიტომ თავიდან მოძებნა გამიჭირდა.

სამი მეგობარი, ჯეი, ტაილერი და უილი ერთად ცხოვრობენ, კოლეჯის სტუდენტები არიან. ერთ დღეს ისინი მიდიან ნიუ–იორკის მუზეუმში. უილი ეუბნება მათ, რომ შევიდნენ და დაათვალიერონ, თვითონ კი ბომბის მექანიზმს აყენებს და გარეთ გამოდის, მერე ურეკავს მეგობრებს და ეუბნებათ გარეთ გამოვიდნენ. მოხდება დიდი აფეთქება. კამერა დააფიქსირებს ჯეის და ტაილერს და მათზე ცხადდება ძებნა.

მთელი ქვეყნის სამართალდამცავები, FBI, ანტიტერორისტული ორგანიზაციები ორ უდანაშაულო ბიჭს ეძებს, რომლებიც ქალაქიდან გარბიან და ცდილობენ როგორმე თავი დაიცვან. ამასობაში არკვევენ უილის საიდუმლოს. სინამდვილეში ის არ არსებობს, საიდუმლო აგენტია სხვა სახელით და გვარით, რომელმაც მრავალი წლის საიდუმლო გეგმა განახორციელა.

სერიალი არის სუპერ დაძაბული. ერთი ამოსუნთვით  მიდის. ყოველ წუთს გგონია, რომ უკვე დაიჭერენ და სხვა გზა აღარ არის, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის ახეხებენ გაქცევას (რაღაც მომენტში “prison break” გამახსენა).

IMDB რეიტინგი – 8.2

ქართულ საიტებზე არ არის, თუ არის ლინკია გაფუჭებული.

ტორენტის ლინკი ოღონდ დარეგისტრირებული უნდა იყოთ. (ყველაფერს აქედან ვიწერ)

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s