მსუბუქი სიზმრები

გამიგია, ადამიანს რაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს, მით უფრო მეტ სიზმარს ხედავსო, არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ ღამეში ალბათ ათამდე სხვადასხვა შინაარსის სიზმარს ვხედავ, იქნება ეს მძაფრსიუჟეტიანი, ეროტიული, საშინელებათა თუ უბრალოდ სასიამოვნო.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ფაქტი მაწუხებს, პირიქით, კარგად ვერთობი, გაღვიძებულს შეიძება ნახევარზე მეტი არ მახსოვდეს, მაგრამ ხანდახან რაღაც იდეებსაც მაწვდის (რახან მერი შელიმ სიზმრის მიხედვით დაწერა ფრანკენშტეინი, მე რით ვარ ნაკლები)

ზოგი სიზმარი კარგი კინოსავით მიდის, უმეტეს შემთხვევაში მაქვს დეჟავიუ, ანუ ყოველთვის მგონია, რომ სიზმრის გაგრძელებას ვხედავ, მაგრამ პირველი ნაწილი ნამდვილად არ მაქვს ნანახი. ხანდახან კაციც ვყოფილვარ, სხვა ადამიანიც, სამყაროც გადამირჩენია🙂 ერთი სიტყვით ჩემი პატარა სამყარო მაქვს სიზმრების, სადაც ვერავინ შემოაღწევს (  კრისტოფერ ნოლანმა თუ არ შემომიგზავნა დი კაბრიო თავისი  ჯგუფით)

დღეს გამეღვიძა პირველ საათზე, იქამდე ვხედავდი საკმაოდ სულელურ, მაგრამ ჩემთვის აქტუალურ სიზმარს.

მისული ვიყავი უკვე მესამედ ერთ–ერთ კომპანიაში გასაუბრებაზე, რომელიც დანამდვილებით ვიცოდი, რომ  ტყუილი იყო, ფორუმზე წაკითხული მქონდა, ეს კომპანია შავ სიაში იყო შეყვანილი, მაგრამ მაინც მივედი.

გვერდზე ერთი ბიჭი მეჯდა, ფიზიკურად კარგი გარეგნობის. რატომღაც ჩემი ხელი ეჭირა და ეფერებოდა, მე კიდევ დაბღვერილი ვუყურებდი და ხელს ვართმევდი, მაგრამ გულში მაინც მსიამოვნებდა🙂

როგორც იქნა შევედი გასაუბრებაზე, ახალგაზრდა, სასიამოვნო გოგო იჯდა ოთახში. თან მქონდა ბანანების და კიტრების წყება (ახლა ქვე–აზრები არ დამაბრალოთ, არ ვიცი ეს რას ნიშნავს).

ჩამოვჯექი და გავუბი ლაპარაკი. ვუთხარი, რომ უნივერსიტეტი ნახევარი წლის წინ დავამთავრე და აღარ შემიძლია  უსაქმურად ჯოფნა, რომ კომპიუტერთან ჯდომის თვალები მტკივა უკვე და რომ ჩემი ფული მინდა. იმასაც საყვარლად ესმოდა ყველაფერი და თავს მიქნევდა. ის ის იყო აპირებდა ჩემთვის სამუშაო მოეცა, რომ უსინდისოდ გამაღვიძეს😦 უფრო სწორედ დაინტერესდნენ ცოცხალი ვიყავი თუ არა, ამდენი ხანი რომ მეძინა🙂

ასე რომ სიზმარშიც ვერ ვიშოვნე სამუშაო…🙂

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s