ადამ ლამბერტი – მოვლენა “american idol”-ში

“american idol” ამერიკული შოუა, რომელიც 2001 წლიდან ტარდება. მისი ჟიურის წევრები ნელ–ნელა იცვლებოდნენ. თავიდან რენდი ჯექსონი, პოლა აბდული და საიმონ კოუელი იყვნენ, მაგრამ მერე კარა დიოგუარდი შემოემატათ, მერე პოლა წავიდა, ახლა საიმონიც და ამბობენ ჯენიფერ ლოპესი უნდა იყოს ჟიურიშიო.

ცხრავე სეზონი ნანახი მაქვს. პირველი გამარჯვებული კელი კლარკსონი იყო. ჩემი უსაყვარლესი აიდოლი ყველა სეზონში დევიდ კუკია, მაგრამ  დევიდზე სხვა დროს, ახლა ადამ ლამბერტზე უნდა ვილაპარაკო.

არ ვიცი რა დავარქვა ადამის მონაწილეობას, ეს იყო რაღაც ფენომენი, მოვლენა, რომელიც ალბათ აღარ მოხდება ამ შოუში.

ფინალში მოხდა საოცრება და ადამმა ვერ მოიგო, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ამერიკაში მრავლად არიან ჰომოფობები, უნიჭიერეს, მაგრამ ჰომოსექსუალ ადამს აჯობა კრის ალენმა, რომელიც ჩემი აზრით არაფრით იყო გამორჩეული.

ვისაც გიყვართ როკი და არამარტო, თუ ჯერ ადამს არ იცნობთ, წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ. (ყველა ვიდეო მუშაობს, ათასჯერ გადავამოწმე)

ვნახოთ როგორ დაიწყო ადამმა და რას მიაღწია დღეს.

პირველი კასტინგი:

მეორე ტური:

მესამე ტური: მცირე სცენაზე

საუკეთესო გამოსვლები:

კვენტინ ტარანტინო მენტორად.

ფინალი, ჩემი ფავორიტი გამოსვლა:

როკ–ტური, აეროსმიტის სიმღერით:

u2-ს სიმღერით, რომელიც საიმონმა აურჩია:

შოუს შემქმნელის არჩევანი:

ჩემი საყვარელი სიმღერა:

ფინალისტები ქვინთან ერთად:

და ბოლოს, ადამმა გამოუშვა ალბომი, დღეს ის ძალიან პოპულარულია, მას ეკუთვნის საუნდტრეკი ფილმისთვის 2012

პ.ს ფინალისტები, კრის ალენი და ადამ ლამბერტი რუმეიდები იყვნენ, ერთ ოთახში ცხოვრობდნენ შოუს განმავლობაში და სულ მაინტერესებდა, ნეტა არაფერი მომხდარა მათ შორის? 🙂  კრისი კი ნატურალი იყო, მაგრამ მაინც 🙂 თან სიმპათიური ბიჭია მაინც კრისი, გული ვერ გაუძლებდა ადამს 🙂

Advertisements

One thought on “ადამ ლამბერტი – მოვლენა “american idol”-ში

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s