The X factor 2009 – best auditions ever!

როგორც წინა პოსტებში ვთქვი, მუსიკალური შოუების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, american idol-ის ცხრავე სეზონი და The X factor–ის ექვსი სეზონი ნანახი  მაქვს, ახლა მეშვიდეს ვუყურებ.

X factor – ის მეექვსე სეზონში შეცვალეს ქასთინგის წესები, წინა სეზონებისგან განსხვავებით, სადაც აკაპელაში სრულდებოდა სიმღერა და ისიც პატარა ოთახში,  ახლა ქასთინგები დიდ სცენაზეა მუსიკის თანხლებით და უამრავი ადამიანის თანდასწრებით. ასეთი გამოსვლები უფრო ეფექტურია.

მეექვსე სეზონი იყო ძალიან შთამბეჭდავი. შემიძლია ავარჩიო ხუთი გამოსვლა, რომელთაგან ყველანი მოხვდნენ საბოლოო ნაკადში. ჯერ ისინი არაფერს წარმოადგენდნენ, მაგრამ დღეს ისინი სუპერვარსკვლავები არიან.

5. Stacey Solomon სტეისი სოლომონი

სტეისი მაშინ ცხრამეტი წლის მარტოხელა დედა იყო. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს და თვითონაც საყვარელი ადამიანია. გავიდა მესამე ადგილზე იქს ფაქტორში.

4. Joseph McElderry ჯო მაკელდერი

სკოლის მოსწავლე ჯო, ძირითადად პოპ ჟანრში მღეროდა და მოიგო კიდეც იქს ფაქტორი, დღეს უკვე ცნობილი მომღერალია დიდ ბრიტანეთში.

3. Olly Murs ოლი მერსი

ოლის დიდი თაყვანისმცემელი არ ვიყავი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბიჭია, გავიდა მეორე ადგილზე, ფინალში რობი უილიამსთან შეასრულა დუეტი. დღეს ისიც ძალიან ცნობილია და მისი დებიუტ სინგლი პირველ ადგილზეა ჩარტებში.

2. Jamie Archer ჯეიმი არჩერი

33 წლის მუსიკოსი, რომელმაც kings of leon-ის  sex on fire იმღერა, თან ისე, რომ საიმონიც კი აჰყვა. ძირითადად როკ ჟანრში მღეროდა. მთელი დარბაზი აიყოლა ჟიურის ჩათვლით.

1. Danyl Johnson დენიელ ჯონსონი

27 წლის დანიელმა, სკოლის მასწავლებელმა, რომლის ყველაზე დიდი ფანიც მე ვიყავი, სამწუხაროდ მეოთხე ადგილი აიღო და არც დიდი ვარსკვლავი გამხდარა. მისი პირველი გამოსვლა იუტუბზე 20 მილიონამდე კაცს აქვს ნანახი.

უკვე დაღლილი ჟიურის წევრები, რომლებთაც ძალიან ცუდი დღე ჰქონდათ და ერთმანეთზე უარესები გამოდიოდნენ მონაწილეები, მოთმინებით ელოდებოდნენ ბოლო მონაწილეს. საიმონი უკვე იძახდა, რომ ეს დროის კარგვა იყო.

ჰოდა გამოვიდა დანიელი და ისეთი გამოსვლა ჰქონდა, რომ პირველად ქასთინგების ისტორიაში ოთხივე ჟიურის წევრი ფეხზე წამოდგა, საიმონმა კი განაცხადა, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ეს საუკეთესო პირველი audition-ი იყო, რაც კი ოდესმე უნახავს.

კიდევ რამდენიმე ვიდეო დანიელის გამოსვლებიდან.

დანიელი საიმონის კატეგორიაში მოხვდა და ეს კაცი ასეთი ამაყი თავისი კონკურსანტით ჯერ არ მინახავს. სულ ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს, არადა ძნელია საიმონს რამით ასიამოვნო.

ძალიან გამიკვირდა და გული დამწყდა, მეგონა მოიგებდა, უნიჭიერესი ბიჭია და უძლიერესი ხმა აქვს. ასე დამწყდა გული american idol-ში მაიკლ ჯონსის და კრის დოუთრის (daughtry) გავარდნაზე (ჯეოსტარში კი ზურასი🙂  )

პ.ს ჩემი მე–50 პოსტი🙂

2 thoughts on “The X factor 2009 – best auditions ever!

  1. მე პირადად ოლის ვგულშემატკივრობდი. განსაკუთრებით რობისთან დუეტის შემდეგ. კარგი ხმა ქონდა და უკეთესადაც მღეროდა. მეწყონა რომ ვერ მოიგო.😛

    • ეგ არაფერი, დღეს ოლი უფრო წარმატებული და ცნობილია, ვიდრე ჯო ან საერთოდ ვინმე მე–6 სეზონიდან.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s