heaven

გუშინ imdb-ზე შემთხვევით წავაწყდი ამ ფილმს, რატომღაც დამაინტერესა. წუხელ ღამე ვუყურე და კიდევ კარგი ვუყურე, თორემ ძალიან ბევრს დავკარგავდი.

კინოს ქვია “heaven” (2002), შეიძlება ბევრ თქვეგანს ნანახი აქვს. მთავარ როლში კეიტ ბლანშეტი და ჯიოვანი რიბისი (ავატარი, თარგმანში დაკარგულები, გატაცება 60 წუთში) არიან. იტალიურ–ამერიკული პროექტია.

ეს არის ფილიპას და ფილიპოს სიყვარულის ისტორია, რომლებიც ძალიან ცუდ დროს შეხვდნენ ერთმანეთს, შეიძლება ითქვას ტრაგიკულად ცუდ დროს.

ფილიპა ინგლისურის მასწავლებელია, მისი ქმარი ნარკოტიკების ზედმეტი დოზით გარდაიცვლება, ამაში დამნაშავე კი ნარკო–დილერია, რომელსაც პოლიციაზე დიდი გავლენა აქვს. ფილიპას წერილებს და ზარებს ისინი არავითარ ყურადღებას არ აქცევენ, მისი ახლობლები კი ზარალდებიან ნარკომანიით, ამიტომ ქალი გადაწყვეტს თვითონ იძიოს შური.

(სპოილერებში არ ჩამეთვლება, აქ არაფერია ჩახლართული და ისეთი, რომ წაიკითხო და მერე აღარ უყურო, აღწერაში ისედაც ყველაფერი წერია)

ფილიპი უცნაური ბიჭია, მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს, მას ფილიპეს მთარგმნელად დასვამენ დაკითხვების დროს. ერთი ნახვით სიგიჟემდე შეუყვარდება ქალი და გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს ციხიდან გააპაროს. ასეც მოხდება და ახლა მთელი ქვეყნის სამართალდამცავები წყვილს ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ტიპიური ჰოლივუდური ტრილერი ( რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს ) ფილმი არის ძალიან დაძაბული, რომანტიული, და ძალიან მძიმე. ულამაზესი საუნდტრეკებით გაფორმებული და რაც მთავარია კარგი რეჟისორის მიერ გადაღებული. (Tom Tykwer) კეიტი ამ როლისთვის თავსაც კი იპარსავს ბოლოს.

წუხელ გვიანობამდე არ დამეძინა, სულ ამაზე ვფიქრობდი, რა საშინელებაა შეხვდე და ისიც ასეთ დროს, როცა მომავალი არ გაქვს და თუნდაც არავინ დაგიჭიროს, სინდისი არ მოგასვენებს არასდროს.

 

ერთი სიტყვით ზედმეტი ფილოსოფოსობის გარეშე, ვისაც არ გაქვთ ნანახი, ძალიან რომანტიული, დაძაბული, ტრაგიკული და საინტერესო ფილმი გელით წინ.

 

Advertisements

3 thoughts on “heaven

  1. გამოხმაურება: მისტიკური ტრილერი | ქამელეონი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s