ღია ზღვა – უკანასკნელი მსხვერპლი

ჯონმა თავისი სამი მეგობარი, რებეკა, ჯარედი და ჯესიკა თავის იახტზე დაპატიჟა. ცოტა გავისეირნოთო, გავერთოთო, ღრმად გავიდეთ და ოკეანის სილამაზის დავტკბეთო. ჯარედი რებეკაზე იყო შეყვარებული და მაშინვე დათანხმდა. გოგონებიც არ დამდგარან უარზე.

მაგრამ ყველაფერს ხომ ბედი უნდა და შუა ოკეანეში იახტა თავისით ამობრუნდა. შეშინებული ახალგაზრდები აბობღდნენ გადმობრუნებულ იახტაზე და ბჭობა დაიწყეს.

აღმოსავლეთით წარწერა ტივტივებდა, აქეთ წახვალთ დაიხრჩობითო, დასავლეთითაც იგივე, აი სამხრეთით ეწერა აქეთ გამოცურეთ და რამდენიმე კილომეტრში შეიძება მიწას წააწყდეთ, ან ზვიგენი შეგჭამთო.  ჩრდილოეთით მეკობრეების გემი იდგა და ზარბაზნებს ისროდა.

ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტეს გაერისკათ და აღმოსავლეთით გაეცურათ. ჩაიცვეს ლასტები და ნელ–ნელა გაუყვნენ გზას.

– ზვიგენი – იყვირა რებეკამ და ჯარედს დაახტა თავზე.

– დავიხრჩე – ძლივს ამოილუღლუღა ჯარედმა.

ზღვის კუ ნებივრად მოლივლივდა ოთხეულთან.

– იხრჩობით ? – ჰკითხა დაცინვით.

– ეს კუა, ნუ გეშინიათ – დაამშვიდა ჯონმა.

– კუ თავი გაბია ბიჭო, ზღვის კუ ვარ…

კუმ ენა გამოუყოთ და ისევ გაცურა.

– ვაიმე, იქით რაღაც მოძრაობს – იკივლა ჯესიკამ. ზღვაში ზვიგენის ამოწეული კუდი გამოჩნდა. ჯონმა ჩაყვინთა.

– ვერაფერს ვხედავ, იქნებ მოგეჩვენა?

დაბლა ორი უზარმაზარი ზვიგენი ერთმანეთს ელაპარაკებოდა.

– ზევით საჭმელი ტივტივებს, ვჭამოთ?

– აუ არა, დიეტაზე ვარ – უპასუხა მეორემ ნაზად და კუდი გააქნია.

ახალგაზრდები ცურვას განაგრძობდნენ.  თეთრი, მუცელგაბერილი ზვიგენი კი შორიდან უთვალთვალებდა.

– რა გამხდრები არიან ეს უპატრონოები – ბუზღუნებდა უკმაყოფილოდ.

– ნახეთ, გემი – იყვირა ჯარედმა და ხელის ქნევა დაიწყო.

გვერდზე დიდმა გემმა ჩაუარათ. მთვრალი ეკიპაჟის წევრები ცეკვავდნენ. ამათ დანახვაზე კარგი დრო ატარეთო გადმოსძახეს და ისევ გაცურეს. ოთხეული საშინელი საფრთხის წინაშე დარჩა.

ბოროტმა ზვიგენმა ჯონს ფეხი მოაჭამა.

– ვაიმე, ფეხი მომძვრა – იყვირა ჯონმა და ზვიგენს თავი ჩაარტყა. გაბრაზებულმა ზვიგენმა ბოლომდე შეჭამა.

გზაში ჯესიკაც პატარა ლიფსიტებს შემოეჭამათ. დარჩნენ მარტო რებეკა და ჯარედი.

– ცოტაც, ცოტაც – ამხნევებდა ჯარედი – რამდენიმე მეტრში რიფებია.

ზვიგენი უკვე ამათკენ მოქროდა. რებეკამ მოასწრო რიფებზე ასვლა, ჯარედს ხელი გაუწოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ზვიგენმა ჩაითრია.

– ჯარედ, ჯარეეეედ – გაჰკიოდა განწირული რებეკა და თავს ქვებს ურტყამდა.

– გაგეკაიფეთ, რა იყო – ამოყვეს თავები ხელიხელგადახვეულმა ზვიგენმა და ჯარედმა.

მუცელგატიკნული ზვიგენი წავიდა, ჯარედი შიმშილით მოკვდა, რებეკა კი გადარჩა და ცხოვრობდა ბედნიერად და არასდროს აღარ გასულა ზღვაში საბანაოდ.

პ.ს ფილმის პრემიერაზე ზვიგენიც იყო მისული, როგორც მთავარი ბოროტი როლის შემსრულებელი, მაგრამ ისე შევიდა როლებში, რომ ყველა შეჭამა და მერე კმაყოფილმა უყურა ფილმს.

პ.პ.ს დაყრდნობილია ფილმზე “The Reef ” 2010

One thought on “ღია ზღვა – უკანასკნელი მსხვერპლი

  1. A person necessarily assist to make significantly articles I would state. That is the very first time I frequented your website page and to this point? I surprised with the analysis you made to create this particular publish extraordinary. Excellent process!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s