პარანორმალური აქტივობა 2

1 ივნისი

ცოცხლები ვართ, მადლობა ღმერთს, კარები შემოგვიმტვრიეს, მაგრამ გადავრჩით, მარტო ჩემი გასარეცხი ტრუსიკი წაიღეს და სარას პარიკი. ცოტა ხანს კიდევ დასრიალებდნენ სახლში, მაგრამ ერთმა ზეწრიდან ამოჭრილი ხვრელებიდან კედელი ვერ დაინახა და შეეტყეპა ზედ. მერე გაიტანეს და კარები ღია დატოვეს. ჩვენ მაშინვე ჩავკეტეთ. იმედია აღარ შემოგვიცვივდებიან. რაც უნდოდათ წაიღეს. კიდევ კარგი სარამ არაფერი წაიკითხა ჩემი ბოლო სიტყვიდან…

5 ივნისი

სამი დღე მშვიდად ვიყავით, მაგრამ დღეს ღამე კვლავ უცნაური რაღაც მოხდა. კიბეებზე რომ ამოვდიოდით ჩვენს საძინებელთან ფურცელი დაგვხვდა გაკრული, სადაც ეწერა ” ნუ გვაწუხებთ,წადით “. საძინებლიდან კი საეჭვო ხმები ისმოდა. რა ხდება? სარა გარეთ დავტოვე და ფრთხილად შევაღე კარები. საწოლზე საეჭვოდ  ჭრაჭუნებდა და გადასაფარებლები ერთმანეთში ირეოდა. მთელი ხმით შევღრიალე და გაჩერდნენ. ამ დროს დემონური უკმაყოფილო ხმა გაისმა.

– არ დაგაცდიან რა – საწოლიდან ბუზღუნით წამოიმართა ორი თეთრი ღიპიანი ლანდი და კიბეებზე ჩაბრაგუნდნენ.

6 ივნისი

დღეს გადავწყვიტეთ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გაგვევლო. გავედით კიდეც. კაფეში შევედით. სარას იმდენი ვაჭამე, გასკდა ბოყინით. მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო, მართალია ჯეინზე მსუქანია მაგრამ რას ვიზამთ. თავისი გაჭირვება ყოფნის მაინც. სახლში გამხიარულებულები დავბრუნდით. დაგვავიწყდა კიდეც ჩვენი გასაჭირი. სახლიც წყნარად დაგვხვდა, თითქოს სიმშვიდით დატკბობას გვაცდიდა. ის იყო დივანზე ჩამოვჯექით და სარამაც მომადო თანთალა მუცელი რომ აბაზანიდან ვიღაცის შემოძახილი მოგვესმა. გაკვირვებულებმა შევიხედეთ აბაზანაში, სადაც რაღაც გაურკვეველი არსება ჩაწოლილიყო და ნებივრობდა, თან ხმამაღლა მღეროდა. რომ დაგვინახა, რქები დაცქვიტა და შემოგვამღერა:

– მაცადეეეეთ, ბანაობა მაცადეეეთ.

თავები დავუქნიეთ და გამოვედით. ერთი საათის მერე სიმღერა შეწყდა. შევიხედეთ, აბაზანაში აღარავინ იყო.

ღმერთო რა საშინელებაა, გვეშინია, გვეშინია…

7 ივნისი

ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვებია, ვიღუპებით…. აღარც ჯეინი მინდა და აღარც სარა. აღარც რობერტი… უი წამომცდა, მაგრამ სიკვდილის წინ რაღას აღარ იტყვის კაცი. დაგვიჭირეს, მაინც დაგვიჭირეს და ახლა თავებს გვპარსავენ. მორჩა დამთავრდა ცხოვრება. ჩვენი სახლი სალონად იქცა, იმედია ჯარში არ გაგვიშვებენ და ეგრევე დაგვხოცავენ, მშვიდობით, მშვიდობით ქვეყანავ, მშვიდობით ცხოვრებავ, მშვიდობით……

by qameleoni555

Advertisements

One thought on “პარანორმალური აქტივობა 2

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s