მოჩვენებების სახლი

გუშინ ჩემს მეორე სახლში დავრჩი, ქალაქგარეთ. დიდი სახლია, საკმაოდ ძველი, დაკეტილი გვაქვს, იქ როგორც წესი არავინ ცხოვრობს, განმარტოება თუ მომინდება, მაშინ მივდივარ ხოლმე.

საღამოს სანთლები ავანთე და ბუხარს მივუჯექი, თან წიგნის კითხვა დავიწყე. გამახსენდა მშობლები როგორ ჰყვებოდნენ ამ სახლზე საშინელ ისტორიებს და გამეღიმა. ჩემს გარდა არავის უყვარდა აქ დარჩენა. სარდაფიდან ხმები ესმოდათ, სხვენზე ვიღაც დარბოდა, ჭაღი თავისით ქანაობდა და ა.შ.

გამეღიმა და კითხვა გავაგრძელე. საინტერესო ისტორიამ შემიყოლა, მაგრამ უცებ შევხტი. ზევიდან ძლიერი კაკუნის ხმა მომესმა. ერთ წამს გავშეშდი, სუნთქვაც კი შევიკარი, მერე თავს შთავაგონე, რომ ეს რამე დამთხვევა იყო, ან კატა დარბოდა სხვენში, ან რამე სხვა ცხოველი.

მშვიდად ვეღარ ვიყავი, ერთი სული მქონდა აქედან გავქცეულიყავი, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდი.

ახლა სარდაფიდან მოისმა ხმაური, უფრო სწორად მტვრევის ხმა. წამოვხტი და წიგნი გულზე მივიკარი. ხმაური გრძელდებოდა. გარეთ ბნელოდა, იქ გასვლა უარესი იქნებოდა.

სხვენზე ვიღაცამ გაირბინა. ფეხის ხმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ზევიდან მტვერი ჩამოცვივდა. აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი, შეშინებული ერთ ადგილზე ვტრიალებდი, რომ რამე არ გამომპარვოდა.

თვალები სარდაფის კარებს გავუშტერა. ძალიან ფრთხილად და ნელა ვიღაც სახელურს ატრიალებდა. ყვირილით მივვარდი სავარძელს და კარებზე მივადგი. კარები ერთხანს ირყეოდა, მერე გაჩერდა.

სხვენში ასასვლელი ხის კიბე გაჭრიალდა. ნელი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ვიღაც ჩამოსასვლელ კიბეზე მოდიოდა. ხელში წიგნი მოვიმარჯვე და თვალებგაფართოებული ველოდებოდი მოჩვენების გამოჩენას. ვიცოდი წიგნი არაფერში მიშველიდა, მაგრამ მაინც.

კიბეზე თეთრი ფიგურა გამოიკვეთა. ირგვლივ საშინლად აცივდა. სხეული გამეყინა, ძლივს ვსუნთქავდი, თითქოს ყელში ცივი საცეცები წამიჭირეს. ყველგან ყინვა და სიცივე ჩამეღვარა.

უკვე ახლოს იყო, კიბეებზე ჩამოდიოდა. მე მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. უკან უკან ვიხევდი.

მოულოდნელად მოჩვენებას კიბეზე ფეხი აუსრიალდა და ყვირილით ჩამოგორდა. კიბის ბოლოს საცოდავად დაეცა, მერე გაჭირვებით წამოდგა, თან ხვნეშოდა. წელში ვეღარ სწორდებოდა. ერთი–ორი ამოიხვნეშა, წელზე ხელი მოიკიდა და მოკუნტულმა გაჭირვებით დატოვა სახლი.

2 thoughts on “მოჩვენებების სახლი

  1. საკუთარი სამყარო🙂
    ვიდეოს თავისი ეფექტი ქონდა, განსაკუთრებით ფეხზე რო წამოდგა🙂
    მაშინ ყველაზე საშიში იყო🙂

    • 🙂🙂 მიყვარს ეს ვიდეოები🙂 შიშით ვეღარ დაიძინებს კაცი🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s