ყველაზე გემრიელი ამანათი

ორი კვირის წინ მე და ლიკამ შევუკვეთეთ ამაზონზე ამანათი. ეს ამანათი დაგვიჯდა ოცდაათი დოლარი, იწონიდა კილონახევარს და იყო სავსე ლორეალის, მაქსფაქტორის, რევლონის, მებელინის და ქოვერგერლის კოსმეტიკით  (არანაირი პატენტები). ახლა მოგიყვებით როგორ მოვახერხეთ ეს ყველაფერი.

ამაზონზე წავაწყდი ასეთ მაღაზიას “american beauty”, სადაც უდიდესი ფასდაკლებით იყიდება ყველაფერი. ფასები იწყება 0.1 ცენტიდან და მაქსიმუმი ავიდეს 10 დოლარამდე. ლორეალის სხვადასხვა ფერის პომადები, სხვადასხვა შეფუთვით 0.50 ცენტიდან. ტონალური კრემები, რომლებშიც აქ დიდი ფული უნდა გადაყარო 1–2 დოლარად იყიდი. რაც მთავარია როცა ერთი მაღაზიიდან იწერ, შიპინგი მაქსიმუმ 7 დოლარამდე ავიდეს მთლიანობაში.

მაქს ფაქტორის თვალის ჩრდილები, რომლებიც ორმხრიანი და ფერიანია, 50 ცენტი ღირდა, 2 შეკვრა ყოფილა და 2–2 ცალი მოვიდა, არ ველოდი და გამიხარდა.

ასე რომ, აქ თუ ბევრი ფულის დახარჯვა არ გინდათ, შეგიძლიათ ძალიან იაფად ხარისხიანი კოსმეტიკა გამოიწეროთ.

Advertisements

9 thoughts on “ყველაზე გემრიელი ამანათი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s