ჩემი და ოქროსქოჩორა ვამპირის ისტორია

შეიძლება ბანალური თემა ავირჩიე და ჩვენს ბლოგშიც იყო ამაზე ერთი ორი პოსტი, მაგრამ რომ არ დავწერო რაც გადამხდა თავს, შეუძლებელია გავძლო.

მაშ ასე მოუსმინეთ ჩემს მოკრძალებულ ისტორიას.

ჩემთვის ვიჯექი ტყეში და ვღიღინებდი. რა თქმა უნდა იკითხავთ, რა მინდოდა ტყეში, რა თქმა უნდა ჩემი ოცნების პრინცს ველოდებოდი, ან მხეცს, რომლისგანაც უეცრად გამოჩენილი პრინცი დამიცავდა.

რა თქმა უნდა ისიც გამიკვირდა, რატომ დამიძახეს დაქალებმა, დაქნეულიაო ჩემი საოცარი იდეა რომ გავანდე.

– საწყალი ამდენი კინოს ყურებისგან მგონი გამოლაყდა სულ – გადახედა ერთმა მეორეს.

– ნწუ ნწუ ნწუ – გააქნიეს თავები და სინანულით გაიკრიფნენ სახლებში.

ჰოდა ვიჯექი ტყეში და ველოდებოდი მას, იმ ერთს…

და აი მგონი ჩემი ოცნება ასრულებას იწყებს, საიდანგაც ყმუილის ხმა მესმის, მგლები მიახლოვდებიან… სიამოვნებისგან ვიბადრები და უკვე გაფაციცებული ველი ჩემი ოცნების პრინცს.

ყმუილს თან ფეხის ხმაურიც ერთვის, ვიღაც გამწარებული მორბის ჩემსკენ.

კიდევ უფრო ვიბადრები და დაღებული პირით ვუყურებ ლამაზ ბიჭს, რომელსაც თმა ყალყზე უდგას. პრინციპში რას ვუყურებ, თვალიც ძლივს მოვკარი. ღრიალით ჩამიქროლა ხელების ქნევით ორ წამში თვალს მიეფარა, უკან მგლების მთელი ხროვა მისდევდა.

გაკვირვებული ვუყურებ ამ უცნაურ სანახაობას. ცოტა ხანში სიტუაცია წყნარდება, მგლები აშკარად ჩამოშორდნენ. ხმაც მესმის, ოღონდ სადღაც შორიდან, შორიდან კი არადა შორიახლო ხიდან. ჩამოკონწიალებულა ვაჟბატონი და ოფლს იწმენდავს. მზის სხივები კენწერომდე აღწევს და მისი თმაც გასაოცრად ბზინავს…

ოხვრა ოხვრით  ჩამოდის ხიდან, ჩამოდის კი არა იხლიწება და ვაი-ვიშით მოფოფხავს.

– მოგეხმარო? – ვეკითხები გაუბედავად.

– ამხელა ვამპირ კაცს მოხმარება მინდა? – ბრაზდება და საჯდომზე გადახეულ შარვალს საკუთარი ღირსების შეგრძნებით ისწორებს. მერე თმას უკან იყრის და ხელს მართმევს.

– მე ოქროსქოჩორა ვამპირი ვარ.

ხმას არ ვიღებ, იმედგაცრუებული ვათვალიერებ ცრუ რაინდს.

– რატომ არ აღფრთოვანდი? – უკვირს და პერანგს ოდნავ იხსნის, მერე შემპარავი თვალებით მიყურებს.

– მოვედი შენი პრინცი…

ხმას ისევ არ ვიღებ.

– ანუ არა? – მეკითხება გამომცდელი მზერით.

უარის ნიშნად თავს ვიქნევ.

– აუ ასი წელი რააა. სხვა კინოში წავალ, გოგოები კალთებს მახევენ და ჩემს ქოჩორზე ხომ ვენებს იჭრიან, შენნაირი ჭირიანი რაში მჭირდება? – თმას ისევ უკან იყრის და  გამოხეული შარვლით ნაზად მირბის.

დაძმარებული ვბრუნდები სახლში და კარებს ვიკეტავ. ესეც შენი პრინციიი…

by qameleoni555

8 thoughts on “ჩემი და ოქროსქოჩორა ვამპირის ისტორია

  1. ეგრეც ვიცოდი ჩუმად რომ მოგწონდა პატინსონი🙂 you sparkle monster

  2. ჯერ ისევ ფერადია შენთვის სამყარო.
    ყველაფერი ამაზე მიუთითებს: პოსტი, ბლოგის დიზაინი….🙂
    გისურვებდი, რომ შენთვის ეს არ შეცვლილიყოს.

    • სხვა რა გზაა, ამ ყველაფერს იუმორის თვალით თუ არ შეხედე გაგიჟდები ალბათ🙂 ძალიან მინდა ყველა თავის სამყაროს აფერადებდეს🙂

      • ბევრს, ალბათ, მაგის ხალისიც კი არ აქვს. რა თქმა უნდა ამის მიზეზებიც არსებობს…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s