სტუმრად ფანატიკოსთა სოფელში

ჩემს მანქანაში ვიჯექი და სწრაფად მივქროდი ტრასაზე. მუსიკა ხმამაღლა მქონდა აწეული და თავსაც ვაყოლებდი.

ქალაქგარეთ მივდიოდი, პატარა მოგზაურობა მოვიწყე. სრულიად მარტო. არავინ მაწუხებდა.

– თავისუფლებაა – ვღიღინებდი ჩუმად.

რაღაც გადასახვევს მივუახლოვდი, იქით საცალფეხო ბილიკი მიუყვებოდა. ჩემმა მანქანამ ამოიზმუვლა, დაიქშინა და თუხთუხით გაჩერდა.

გაოცებული გადმოვედი და შევათვალიერე. ხმამაღლა შევიგინე.  დახმარება მჭრდებოდა.

ბევრი აღარ მიფიქრია და ბილიკს გავყევი. ბილიკმა ნელ–ნელა გაუვალ ტყეში შემიყვანა, მაგრამ ტყე რამდენიმე მეტრში გასავალი გახდა და სადღაც გავედი.

ირგვლივ პატარა სოფელი იყო გაშენებული. გზაზე არანაირი ნიშანი არ ყოფილა იმის, რომ აქ დასახლება იქნებოდა, ამიტომ გაოცებული ვიყურებოდი აქეთ–იქით.

– უცხო – გამყინავი ხმით იყვირა  ერთ–ერთმა და თავზე დამახტა. წინააღმდეგობა არ გამიწევია და მორჩილად გავყევი.

შემიყვანეს დიდ ოთახში. მკაცრი სახის კაცები მაგიდებთან იყვნენ გამწკრივებულები.

– ჩვენთან უცხო ხალხს არ ვიღებთ – გამომიცხადეს – მითუმეტეს კაცებს.

– თქვენთან ცხოვრებას არც ვაპირებ, უბრალოდ მანქანა გამიფუჭდა – არ დამაცადეს დამთავრება, არც კი მომისმინეს.

– ჩვენი სოფელი მოწყვეტილი გარესამყაროდან, არავის არ ვეკონტაქტებით, მაგრამ რადგან შენ ნახე ჩვენი საცხოვრებელი, სამუდამოდ მოგიწევს აქ დარჩენა.

– რა? არა, რა მინდა აქ, სოფელი მეც მაქვს, მაგრამ წელიწადში ერთხელაც არ ჩავდივარ, გაწიეთ ბინძური ხელები…

სამმა კაცმა ხელები გამიკავა და სადღაც წამათრია, მერე ოთახში ჩამკეტეს დაცვასთან ერთად.

შუაღამისას ზარების რეკვა ატყდა. შეშინებულმა კაცებმა კარები მაგრად ჩარაზეს და კუთხეში მიიკუნჭნენ.

– რისი გეშინიათ? – გამიკვირდა.

– ზარების რეკვა რომ ისმის წითლებში ჩაცმული მონსტრები მოდიან – ამიხსნა ერთმა –  თვალებში რომ შეხედო, ყინულად იქცევი.

კარები გაიხსნა. კაცები გაიპარნენ. ჩემსკენ ორი წითელ ძონძებში ჩაცმული მონსტრი მოდიოდა.

ადგილიდან არ გავნძრეულვარ. გამეცინა. სასაცილოდ იქნევდნენ ხელებს.

– რას ჰგავხართ? ვინ ხართ საერთოდ?

გაუკვირდათ. ერთმანეთს გადახედეს და უარესი შემართებით გააგრძელეს ხელების ფარჩხვა.

– მეშინია, მეშინია… – ყალბად ვთქვი და კარებს ვეცი. სანამ აზრზე მოვიდოდნენ უკვე შორს ვიყავი.

აქოშნებული ვიდექი ჩემს მანქანასთან და ძლივს ვსუნთქავდი. ალბათ ეგონათ ვერ ვიცანი მონსტრის ფორმაში გამოწყობილი დილანდელი კაცები. არ უნდოდათ თავისი სოფელი სხვა ხალხს არეოდა და ქალაქს გაეფუჭებინა მათი ძველებური ტრადიციები, ამიტომ ხალხს აშინებდნენ, რომ არავინ წასულიყო იქიდან.

მანქანა დაიქოქა, ჩავჯექი და დავძარი. მუსიკა ჩავრთე.

– თავისუფლებააა – ვღიღინებდი ისევ, ოღონდ ამჯერად სხვა გაგებით.

2 thoughts on “სტუმრად ფანატიკოსთა სოფელში

  1. არც ერთი და არც მეორე, ეს ჩემი შთაგონების წყარომ მიკარნახა (scary movie უფრო)🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s