ისევ მეგობრობის დღიურის თემას ვუბრუნდები, ოღონდ ამჯერად ვიპოვნე პატარა წიგნაკი, სადაც მთელს ჩემს კლასს აქვს შევსებული პატარა გამოკითხვა და აქედან იმდენად სასაცილო და კონტრასტული იყო კითხვა – მე როგორ დამახასიათებდით, რომ გადავწყვიტე პოსტი დამეწერა. ეს არის 2002 წლის, როცა ვიყავი 13 წლის.
1. ავსებს ჩემი საუკეთესო მეგობარი (qameleoni555) : ბრიყვი, ჯიუტი, ვირი და ეგოისტი. 🙂 ნეტავ რას მერჩის
2. ავსებს კლასის ერთ–ერთი ელიტის წარმომადგენელი: შენ ხარ ძალიან ლამაზი გოგო მაგრამ გულში რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ თვითონ ყველაზე ლამაზია.
3. ავსებს ისევ ელიტის წარმომადგენელი: შენ ხარ ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და რა ვიცი ყველაფერი კარგი გაქვს. ესეც იგივეს ფიქრობს.
4. ავსებს ჩემი მეზობელი ბიჭი და ძალიან კონკრეტულია : ჭკვიანი და გიჟი
5. ავსებს ჩემი სკოლის ერთ–ერთი პოპულარული და ლამაზი გოგო : სოფო, შენ ხარ ჩემი მოსახელე და ამიტომ შენზე ვაფრენ, ხარ უმაღლესი დონის გოგო აქაც ვხედავთ ეგოისტობის ჩანართებს, ნუ რადგან მოსახელე ვარ.
6. ავსებს ჩემი კლასელი ბიჭი: უჭკუო, დიდ თავა და გუთანა(არ ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა)
7. ავსებს ჩემი კლასელი ბიჭი: თქვენ ბრძანდებით კარგი გოგო და გონიერი და ჭკვიანი და განსწავლული 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
8. ისევ ელიტა: შენ ხარ ძალიან ჭკვიანი, ლამაზი და საყვარელი გოგონა
9. ჩემი კლასელი ბიჭი : შენი დაქალის დახასიათებას ვენდობი
10. ჩემი კლასელი ბიჭი : შენში ყველაზე მეტად მომწონს ტუჩები, თმები და ფრჩხილები 🙂 უკომენტაროდ
😀 😀 vaime agashena gmertma vaime ra kargad vicine rom icode:D damaviwyda dgevandeli depresia 😀 ra vici me ras gerchodi? 😀
რას მისურვებო და არგადარჩენასო რომ გეწერა ეგ გავატარე 🙂
kai exla nu shemrcxvine albat megobrulshi gagitare torem martla xom ar gisurvebdi? 😦
10-e pasuxis avtori neta vin iyoo 😀