ამონაწერები “სხვათა აზრებიდან” 2002 წელი

ბავშვობაში ალბათ ხშირად შეგივსიათ ე.წ. “სხვათა აზრები”, ან სულაც თქვენც გქონიათ. ცოტა ხნის წინ წავაწყდი ძველ, 2002 წლის რვეულს და ძალიან ბევრი ვიცინე. მოდი გადავხედოთ და ვნახოთ, რა მოგვწონდა მაშინ, რას ვუსმენდით ან რას ვუყურებდით. არაფერს არ ვცვლი, სიტყვა სიტყვით გადმომაქვს ყველაფერი.

კითხვები:

1. დაასათაურეთ.

2. სად და როდის გამიცანით?

3. რა შეხედულება გაქვთ ჩემზე.

4. თქვენი ჰობი.

5 თქვენი საყვარელი მსახიობი და მხატვრული ფილმი.

6. თქვენი საყვარელი მომღერალი და სიმღერა.

7. საყვარელი მწერალი და წიგნი.

8.  გყავთ თუ არა შეყვარებული?

9. რომელ ვარდს მაჩუქებდით, წითელს, ყვითელს თუ შავს?  🙂 (ეს სერიოზულია ავტ.)

10. გაიხსენეთ რაიმე კურიოზი თქვენი ცხოვრებიდან.

11. სტოპ! რა გაიგონეთ ახლა?

12. დამემშვიდობეთ.

( პირადი მონაცემების გრაფები სახელი გვარი ტელეფონი გამოტოვებულია. ასაკი დაახლოებით 13–14 წელი.  ისედაც რამდენი ჩემი კლასელი ამოიცნობს თავის თავს…)

დავიწყოთ. პირველი. გაფორმებულია შაკირას სურათით. ავსებს– გოგო.

1. მომიგონე როცა სადმე ლხინობდე, მე იქნება სულ მარტოკა ვტიროდე.

2. სკოლაში.

3. ძალიან კარგი.

4. ცეკვა.

5. რასელ ქროუ.

6. გიგა კვენეტაძის ” შენ თუ ჩემი არ იქნები”

7. გამოტოვებულია.

8. არა.

9. ყვითელს.

10. ვერ ვიხსენებ.

11. ილია ჭავჭავაძე მოკვდა გუშინ – ამბობს გიორგი გოგინაშვილი.

12. ჩაო

მშრალია. მოდით ვნახოთ უფრო გახსნილად შევსებულები.

მეორე: გაფორმებულია ბრიტნი სპირსის სურათით. ავსებს – გოგო

1. ” მეგობრობა გზად და ხიდად”

2. სკოლაში.

3. კარგ გოგო ხარ რა. ლამაზი და სიმპო. ჭკვიანი და გონიერი ენდ მენი აზერს…

4. ცეკვა.

5. ბრედ პიტი, ჯულია რობერტსი, სანდრა ბალოკი.

6. ბრიტნი, შაკირას ტანგო.

7. ყველა მიყვარს. უფრო აკაკი წერეთელი, მაგრამ შენს შემოქმედებასაც დიდ პატივს ვთხლიშავ.

8. მომიკვდა. გუშინწინ დავასაფლავე.

9. არც ერთს.

10.  როცა დავიბადე.

11.  ხატია იძახის – ვალენტინა ვიპოვო.

12. მშვიდობით.

გავაგრძელოთ ძიება.

მესამე: გაფორმებულია გაურკვეველი სტიკერით, ვერ ვიცანი. ავსებს: გოგო

1. კატა ჩექმებში.

2. სკოლაში.

3. ძალიან კარგი.

4. მუსიკა.

5. გულებია დახატული (ავტ)

6. ლ. წურწუმია, ქ თოფურია, მ. თხელიძე და სხვა. სოსო თოლორაიას და თხელიძის დუეტი. (იყო ასეთი? ავტ)

7. არ მიყვარს.

8. არა.

9. ყვითელს.

10. მეზარება.

11. დიახ, შენც– ამბობს მაყვალა გეგელია.

12. good buy.

ესეც მშრალია. იქნებ რამე უკეთესი ვნახო.

გაფორმებულია ემინემის სურათით. ავსებს – გოგო.

1. წკაპა მასწავლებელთან.

2. სკოლის

3. ძალიან კარგი (უცვლელად მეორდება ავტ)

4. მუსიკის მოსმენა და ცეკვა (დავიჯერო სხვა არაფერი ჰობი არ გვქონდა? ავტ)

5. ჯულია რობერტსი, რიჩარდ გირი, ფილმი ბევრია.

6. ნახევარი დოლარი (ალბათ 50 ცენტი ავტ) და მისი ყველა სიმღერა 21 შეკითხვის გარდა. ქართველებიდან შავი პრინცი და მისი სიმღერები, ე.ი. რეპის მოყვარული ვარ.

7. ბევრი მწერალი და წიგნი მომწონს, მაგრამ ვერ გამოვარჩევ.

8. შეყვარებული არა იხვის ტოლმა.

9. სამივეს.

10. მე და შენ რო შუა გზიდან მოვბრუნდით სახლში.

11. რა გაკვეთილი გაქვს? იძახის მადონა მასწავლებელი.

12. ჩაო.

 

პ.ს გარდა ამისა აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის, qameleoni555 –ს მეგობრობის რამდენიმე დღიური🙂 კლასელები ვიყავით 11 წელი. აქ გაცილებით მეტი ხალხია და მეტი სასაცილო შევსებულები. თუ დამრთავს ნებას, დავპოსტავ და ძალიან ბევრს იხალისებთ

 

9 thoughts on “ამონაწერები “სხვათა აზრებიდან” 2002 წელი

  1. შენახული მაქვს ყველაფერი, შენი რვეულებიც ჩემთანაა სხვათაშორის :)მოიცა იმათაც მივდგები🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s