ნახევრად ეროტიული სიტუაცია ლიფტში

საგანგებოდ გამოწყობილი და ანერვიულებული უზარმაზარ, მინის კართან ვიდექი და გამბედაობას ვიკრებდი. ქალაქში ყველაზე დიდმა და მსხვილმა კომპანიამ გასაუბრებაზე დამიბარა. შიგნით უამრავი ხალხი დაფუსფუსებდა, ეს იყო უზარმაზარი მექანიზი, რომლის შემადგენელი ნაწილიც მე უნდა გავმხდარიყავი.

როგორც იქნა შევაღე კარი და შევედი. მაგიდასთან მჯდარ ოპერატორთან მივედი.

– გასაუბრებაზე ვარ – ჩემი სახელი და გვარი ვუთხარი.

– ერთი წუთით- მითხრა სასიამოვნო ხმით და ყურმილი აიღო.

– 54 სართულზე, მარცხნივ და მერე ლიფტით – ხელით მანიშნა.

– გმადლობთ – ღრმად ამოვისუნთქე და ლიფტისკენ გავემართე.

ვიწრო ქვედაბოლო მეხამუშებოდა, ფეხებს ძლივს ვადგავდი, არც 12 სანტიმეტრიან ქუსლებზე ვიყავი მიჩვეული სიარულს.

ლიფტთან გავჩერდი და ღილაკს თითი მივაჭირე. გვერდით ვიღაც ამომიდგა.

– ლიფტს ელოდებით? –  მკითხა. რას შეიძლება კიდევ აქ ველოდებოდე? ავტობუსს?

– დიახ- ვუთხარი და შევხედე.

მაღალი და ძალიან სიმპათიური, ასე 25 წლამდე ბიჭი იდგა ჩემს გვერდით. თაფლისფერი თვალებით თბილად მიყურებდა.

დავიბენი და მოუთმენლად დავუწყე ლიფტს ლოდინი. როგორც იქნა.

თავაზიანად შემატარა. ლიფტი დაიძრა.

ასეთი ლიფტი ჯერ არ მინახავს, ძოწისფერი ხალიჩით და დდი სარკეებით. გამოსვლა აღარ მოგინდება. თითქოს ჩემს ფიქრს მიუხვდაო, ლიფტი საეჭვოდ  შეირყა და გაჩერდა. შუქები ჩაქრა.

– რა ხდება? – ვიკითხე ანერვიულებულმა.

ბიჭმა მობილური ამოიღო ჯიბიდან და გადარეკა.

– თორნიკე, მე ვარ, რა ხდება?

თიშავს და მეუბნება: – სისტემაში რაღაც გაუმართაობაა, ცოტა ხანში მოვა შუქი, თქვენ არ ინერვიულოთ.

ცოტა ხანი გადის. არაფერი იცვლება. დაბლა ვჯდები და ფეხსაცმელს ვიხდი, უკვე ფიზიკურად აღარ შემიძლია დგომა. ისიც ჯდება. თვალი სიბნელეს ეჩვევა, ზევიდან მკრთალი ლურჯი შუქი ანათებს. ერთმანეთს ვხედავთ.

– ალბათ ყველას ჰქონია სექსუალური ფანტაზია ლიფტში გაჭედილიყო გოგოსთან ერთად, თან თქვენნაირთან – მეუბნება ხმადაბლა. სხვა სიტუაციაში ალბათ საშინლად გამაღიზიანებდა მისი ასეთი პირდაპირობა, მაგრამ ახლა ხმას არ ვიღებ. წასასვლელი არსად მაქვს.

თვალმოშორებლად მიყურებს. ძალიან ლამაზი თვალები აქვს. ლიფტში საშინლად ცხება, ძლივს ვსუნთქავთ. პიჯაკს იხდის.  მკრთალი სუნამოს სუნი ყნოსვას მიღიზიანებს. მსიამოვნებს. თითქოს სხვაგან ვართ, სულ სხვა პლანეტაზე, სადაც სიჩუმე და სიბნელეა ჩამოწოლილი. ეს სიჩუმე ორ უცნობ ადამიანს ერთმანეთთან გვაახლოებს.

გადის კიდევ 15 წუთი. ისევ ცდილობს დარეკვას, მაგრამ სიგნალი არაა. თანაც ამ ლიფტს ხელით ვერ გააღებ.

– ძალიან ლამაზი ხარ – მეუბნება და ხელს ხელზე მადებს. ვკრთები. ნეტავ ჩემს ადგილზე ნებისმიერს ასე ეტყოდა? ალბათ კი.

ლიფტი ისევ საეჭვოდ იწყებს ჯაყჯაყს. შეშინებული ვეხუტები. იქნებ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებია, რატომ არ უნდა გავატარო ასეთი მამაკაცის მკლავებში?

– ნუ გეშინია – მამშვიდებს და თავზე მეფერება . ტუჩებით შუბლზე მეხება. ცხელი ტუჩები აქვს.

შუბლიდან ტუჩებზე ჩამოდის. ერთმანეთს ვკოცნით. ტანზე მხდის. წინააღმდეგობას არ ვუწევ.

ძლიერი შუქი თვალებს გვიბრმავებს.  კარები იხსნება. სასწრაფოდ მომყავს თავი წესრიგში. კაბას ვისწორებ. 25 სართულზე ვართ. 54-ს ვაჭერ და ვცდილობ არ შევხედო აღგზნებულ და დაბნეულ მამაკაცს ჩემს გვერდით. უკან მიუხედავად გამოვდივარ.

– დაელოდეთ – მეუბნება მდივანი – უფროსი მალე მიგიღებთ.

როგორ იქნა მოდის ჩემი ჯერი. თმებს ვისწორებ და გაუბედავად შევდივარ.

– დაბრძანდით – მეუბნება ნაცნობი ხმა – თქვენ ალბათ გასაუბრებაზე ხართ.

ლამისაა ვიკივლო. ჩემი თანამელიფტე სავარძელში ზის და ღიმილით მიყურებს.

სავარძელში ვჯდები და ვიცი, რომ მიმიღოს, მე აქ მეორედ მომსვლელი არ ვარ. ლიფტში გამოჩენილი სისუსტე ჩემს საუბედუროდ მომიბრუნდება. მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ჭკვიანი ვარ, ნაკითხი თუ საჭირო უნარ- ჩვევები მაქვს, ის ყოველთვის ეცდება ისევ ლიფტში  მომიმწყვდიოს.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s