შეხვედრა ათას მზესთან…

გუშინ სახლში რომ მოვდიოდი, გზაში ჩესტერი შემხვდა. ხმისჩამწერი სტუდიიდან მოდიოდა, დაღლილი იყო. სახელოები აკეცილი ჰქონდა და მაჯებამდე ჩამოსული ფერადი ტატუები კარგად უჩანდა. დიდი შავი საყურე მოეხსნა და შავი ქუდი სახეზე ჩამოეფხატებინა. მაინც ვიცანი.

– ჩესტერ – დავუძახე. მოიხედა. ვერ მიცნო.

– ვერ მიცანი? – ვკითხე ნაწყენმა.

– ვერა, ბოდიში – მითხრა დარცხვენილმა.

– ალბათ აღარ გახსოვარ, არა უშავს, რამდენია ჩემნაირი – აღარ გავიტეხე იხტიბარი.

– ბიჭები დასალევად წავიდნენ, მე არ წავყევი, ამ დღეებში კონცერტი გვაქვს. გინდა კაფეში შევიდეთ?

დავთანხმდი. შევედით კაფეში. ზედ არავინ უყურებს. ვინ იცის ვინაა ჩესტერი?

ჩესტერმა მწვადი შეუკვეთა, მე ტვინი კვერცხით და ყველით. ქუდი მოიხსნა. სათვალეები უკეთია. ინტერესით შემომყურებს.

– რა არის ახალი? – ვეკითხები იმიტომ, რომ ძველი უკვე ვიცი.

– ახალი ალბომია… – მეუბნება და ალბომს მაჩვენებს, რომელზეც შავი, გაუგებარი ლაქა ახატია.

– ვიცი. რამდენი ხანი ველოდებოდი… – გული არ მითმენს – რა ვქნა ჩესტერ, არ გეწყინოს და არ მომეწონა ახალი ალბომი, მარტო რამდენიმე სიმღერა…

ჩესტერი იღიმება.

–  ახალი მიმართულება მოვსინჯეთ… ვეუბნებოდი მაიკს, ეჭვი მეპარება თქო, მაგრამ არ დამიჯერა… ხალხს მოსწონს…

– მაიკს რა ედარდება, სოლისტი შენ ხარ. თანაც საუკეთესო.

ჩესტერს სიამოვნებს კომპლიმენტი და  წითლდება.

– მართლა, გილოცავთ, MTV EMA-ს ჯილდოს საუკეთესო ლაივისთვის.

– მადლობა – მეუბნება მკვეთრი აქცენტით და ცოლის ზარს პასუხობს.

მწვადი და ტვინი მოაქვთ. გემრიელად მიირთმევს.

– უნდა წავიდე – მეუბნება – ბევრი საქმე მაქვს.

– მოკითხვა ბიჭებს… ძალიან მიყვარხართ, შენ, მაიკი, ჯო, ბრედი, მაგრამ შენ განსაკუთრებით… და ახალ ალბომზე იმედები არ გამიცრუოთ.

თავს მიქნევს და ქუდს იფხატებს, მერე მენიუში ფულს ტოვებს და შუბლზე მკოცნის.

– კონცერტზე როცა მოხვალ, ბექსთეიჯში შემოდი, ყველას გაგაცნობ, იქამდე მოვუყვები შენზე.

ჩესტერი მიდის. სიამოვნებისგან ვოხრავ, ყურსასმენებს ვიკეთებ და ვუსმენ დაუსრულებლად.

note: ლინკინ პარკის დებიუტ ალბომი Hybrid Theory სერტიფიცირდა, როგორც multi-platinum, შემდეგი ალბომი Meteora (ჩემი ფავორიტი, ამ ალბომიდან ყველა სიმღერა ჰიტია) არნახულად პოპულარული გახდა მუსიკის ისტორიაში, ახალი ალბომი, a thousand suns, რომელიც ახალი გამოსულია, უკვე 50 მილიონ ეგზემპლარად არის გაყიდული.

პ.ს ეძღვნება ყველა ლინკინ პარკის თაყვანისმცემელს.

 

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s