მოკლე საუბარი მოჩვენებასთან

გაზქურასთან ვდგავარ. ყავას ვიმზადებ. მონოტორულად ვურევ კოვზს ჭიქაში. ფიქრებმა წამიღო. ნეტავ რაზე ვფიქრობ?  გვერდიდან ხმა მესმის.

– როგორ, ფიქრობ და არ იცი რაზე?

გაოცებული ვბრუნდები.

გვერდით მქრქალი სილუეტი იწელება ჰაერში. სახე და თვალები არ უჩანს, მარტო შავი სასაცილო ხვრელები. საყვარელია. კასპერს გავს. რატომღაც არ მეშინია. პირიქით, ხუმრობის ხასიათზეც კი მოვდივარ.

– შენ ვინ ხარ კასპერი? – უაზრო სიცილი მიტყდება.

– კასპერი ვინაა? – იღრუბლება. სასაცილო შავი ხვრელები თვალების ადგილას უწვრილდება.

ხმას ვერ ვიღებ, ვუყურებ და ვერც ვხვდები რას განვიცდი თუმცა შიშის გარდა ყველაფერს.

თვითონ იწელება სასაცილოდ. დუმს.

– ვინ ხარ?

– თქვენ მგონი მოჩვენებებს გვეძახით, არ ვგავარ? – რაღაცით უკმაყოფილოა აშკარად.

– არა უფრო სასაცილო ხარ –  ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა არ მინდა გავანაწყენო.

ჩაიდანი გადადუღდა. აორთქლდა წყალი.

– ჩემთან რა გინდა? რამის სათქმელად მოხვედი? – უაზროდ ვეკითხები. ნეტავ თვითონ თუ იცის რა უნდა…

– ისეთი არაფერი, უბრალოდ გაკვირდებით.

– განა შენც ისეთივე არ იყავი როგორიც ჩვენ, რა არის დასაკვირვებელი?

– ჩემი გადმოსახედიდან ყველაფერი სხვანაირია. სამყარო გაცილებით მუქი, თქვენ კი უფრო პატარები.

ახლა მე ვბრაზდები, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. გუნებაში ჩუმად ვეთანხმები.

ისევ დუმს. მერე უცებ სულ ახლოს მოფარფატებს. უკან ვიხევ. არასასიამოვნო გრძნობა მიჩნდება.

ჩაიდანზე ხელი მეკვრება. ადუღებული წყალი გაზქურას გადაესხა. სასწრაფოდ ვამშრალებ. უკან აღარც ვიხედები. ვხვდები გაქრა.

ფიქრები ერთმანეთის მიყოლებით მოქრიან. ვფიქრობ. ახლა უკვე ვიცი რაზეც…

by qameleoni555

2 thoughts on “მოკლე საუბარი მოჩვენებასთან

  1. მე მიყვარს მოჩვენებები და მგონი ჩემს სახლშიც არიან🙂 ამის საფიქრელად საკმარისი არგუმენტიც მაქვს😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s