ძილის ანგელოზები

ამ ბოლოს დროს საშინელი უძილობა დამჩემდა. ვწევარ 4–5 საათამდე და ვუყურებ ჭერს (სიბნელეში მაინც არ ჩანს). მერე შურით ვუყურებ ჩემ კატას, მთელი ღამე ისე გადის ფეხსაც არ გაანძრევს. ხოდა სხვა რა უნდა ვაკეთო, თუ არა ვუსმინო მუსიკას. ჩემი საწყალი ტელეფონი მალე ფეხს აიდგავს და გაიქცევა, ყოველ ღამე ყველანაირ ენერგიას ვაცლი , თანაც საათობით!

ფლეილისტში სპეციალურად მაქვს გაკეთებული ფოლდერი, რომელსაც ძილის წინ უნდა მოვუსმინო. (სანამ დავიღლები და ბოლო–ბოლო ჩამეძინება).

ოდით ვნახოთ რა გზას გავდივარ დაწოლის წუთიდან დაძინების ნანატრ წუთამდე. ფლეილისტს რატომღაც ჰქვია “soft”, რატომ მართლა არ ვიცი.

ნუ Muse–ის სიმღერები ყოველთვის იყო ჩემს პლეილისტში, მაგრამ ამ ბოლო დროს ამაზე ჩავიციკლე.

ვიოლინოების ხაზი ძალიან ლამაზია. სასიამოვნო სიმღერაა.

ძალიან მიწყნარებს ეს სიმღერა ნერვებს და ძალიან ემოციურია.

საყვარელი ჯგუფია 🙂

ძალიან მიყვარს… მაშინვე თვალები მეხუჭება სიამოვნებისაგან… 🙂

ძირითადად ეს სიმღერები მიქმნიან ძილისპირულის განწყობას, იშვიათია ამათ დღე მოვუსმინო. იმედია უძილობა გამივლის და ჩემი კატაც მოისვენებს, რომელსაც საეჭვოა სიამოვნებდეს ყოველ ღამე მისთვის უცხო ხმაურის მოსმენა, და ჩემი ტელეფონიც… 😀

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s