10 საშინელებათა ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ!

არ ვიცი რამდენი ფილმი მაქვს ნანახი, ამას ალბათ ვერავინ დათვლის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი. საშინელებათა ჟანრი ჩემი საყვარელი ჟანრია. ჩამოვთვლი ფილმებს, რომელიც ჩემი აზრით (ხაზგასმით) საუკეთესოა ამ კატეგორიის ფილმებში. არ ვეხები ძველ საშინელებათა ფილმებს, ეს იქნება 1999 წლის შემდეგ გადაღებული კინოები.

10. the grudge 2004 პირველი ნაწილი ბევრად ჯობია მეორეს და მესამეს, როგორც მსახიობებით, ასევე შინაარსით. ღამე თუ უყურებთ, პირობას გაძლევთ ცოტათი მაინც შეგეშინდებათ 🙂

9. the ring 2002 ვიდეო კასეტა, რომლის ნახვის შემდეგ რეკავს ტელეფონი და უცნობი ხმა გატყობინებს, რომ დაგრჩა 7 დღე. (ისე ტელევიზიაში რომ გაეშვათ, კაი დღე დაადგებოდა ხალხს 😀 ). საინტერესო საყურებელია ნამდვილად, არ მოიწყენთ.

8. the mist 2007 სტივენ კინგის ნოველების მიხედვით გადაღებული ფილმების მიმართ გულგრილი ვერ ვრჩები. ამ ფილმს ყველაზე დამთრგუნველი და საშინელი (ფსიქოლოგიურად) ფინალი აქვს, რაც ოდესმე მინახავს

7. sleepy hollow 1999ჯონი დეპი ამ ფილმში პირველად ვნახე, მაშინ ალბათ 12 წლის ვიყავი. ბნელი აურის ფილმია, საკმაოდ სისხლიანი, მაგრამ საინტერესო, ნამდვილად ღირს ყურება.

6. the blair witch project 1999სამოყვარულო კამერის იმიტირებით გადაღებული ფილმი, რომელიც ამერიკაში და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა.

5 the exorcism of emily rose 2005აი ამ ფილმზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შემეშინდა (როგორც წესი არ მეშინია ხოლმე) მოულოდნელი სცენებით და დაძაბული სიუჟეტით, თან რეალურ მოვლენებზე დაყრდნობითაა გადაღებული.

4. rose red 2002ისევ სტივენ კინგი ძალიან საინტერესო 5 საათიანი ფილმით. “წითლი ვარდი” არის სახლი, სადაც ზებუნებრივი მოვლენები ხდება და ექსტრასენსების ჯგუფი ცდილობს გამოიკვლიოს რა ხდება.

3. the others 2001ნიკოლ კიდმანის ცნობილი კინო, ძალიან დაძაბული, პროფესიონალურ დონეზე გადაღებული, მოულოდნელი ფინალით, აქვს ყველაფერი ის, რაც საშინელებათა ფილმს უნდა ახასიათებდეს.

2. american psycho 2000ჩემი საყვარელი ფილმი ყველა ჟანრში. მსახიობების ძალიან კარგი ჯგუფია, კრისტიან ბეილი საუკეთესოა ამ როლში (სხვათაშორის ერთ–ერთ როლს ჯარედ ლეტო თამაშობს 😀 )

1. silent hill 2006 მგონი ამ კინოს ჩემი კომენტარი არ ჭირდება, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უყურეთ!

One thought on “10 საშინელებათა ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s