კიდევ ერთხელ ქორწილის შესახებ

ვინაიდან და რადგანაც ჯერ კიდევ 9 ივნისს უნდა მოგვარებულიყო ეს ამბები და გადაიდო ბადრის სიძის აქ არ ყოფნის გამო, მერე კი მარხვები დაიწყო და მარხვაში ჯვარს არ წერენ, ჩვენმა ქორწილმა ივლისის შუა რიცხვებისკენ გადაიწია.

რაც შეეხება მოკლე გეგმას, ჯერ ბოლომდე არც ვარ ჩამოყალიბებული რა მინდა და როგორ მინდა, დრო ბევრი აღარაა, მაგრამ მაინც არ ვჩქარობ,.

ჩემი დამოკიდებულება ქართული ქორწილების მიმართ, დაწერილი მაქვს პოსტში. არ მიყვარს დიდი ქორწილები, თავისი ქართული მარაზმებით, რომელსაც სავარაუდოდ ვერ ავცდებოდი, ასე რომ გადავწყვიტეთ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჩვენ გვინდა.

არაფერი გრანდიოზული და პომპეზური, დავიწერთ ჯვარს ჩემს საყვარელ ეკლესიაში, მოვაწერთ ხელს და სადმე ავღნიშნავთ ძალიან ვიწრო წრეში.

კაბას რაც შეეხება, არასდროს მდომებია ფაშფაშა და მრავალსართულიანი, ბრჭყვიალა საქორწილო კაბები, პირიქით, მოკლე კაბა მინდა, რაღაც ასეთი:

მარჩესას გრძელი კაბებიც აქვს საქორწილო, ძალიან ლამაზები:

რაც მთავარია ბეჭდები უკვე გვაქვს და ხელიდან არ ვიშორებ, ამაყად დავდივარ, მიხარია :)

შემომეყიდა…

გუშინწინ მცირე გაუგებრობა მომიხდა, ბარათზე დარიცხული თანხა დაბლოკილი იყო და თვის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო ანგარიშზე. მეც მშვიდად დავსეირნობდი ინტერნეტ მაღაზიებში, ვამატებდი ჩანთაში ნივთებს, რაღაცეებიც მქონდა დამატებული, ვერთობოდი ჩემთვის. გავედი ჩექაუთებით ბოლომდე, მაინტერესებდა შიპინგი რამდენი დაემატებოდა და მიმეჭირა შეკვეთას. მოულოდნელად დამიწერა შეკვეთა მიღებულიაო. რაღაცას ვჭამდი და გადამცდა,ლამის დავიხრჩე, ბიძაჩემის საათის ფული, რომელიც ბიდზ.ქომმა  დაბლოკა, ჩემს უყურადღებოდ შერჩეულ ნივთებში წავიდა. არც ვიცოდი რა მქონდა დამატებული და რა არა, მერე დავათვალიერე და მთლად ცუდიც არ გამოდგა.

 

 

 

 

 

 

მაქსი ავიჩემე და მაინცდამაინც ეს ჩამიგდია, არადა იყო სხვებიც

 

 

 

glitter things

ჩემს ფოტოაპარატს ქლოუზ აფ შოთები ვუპოვნე და გახარებულმა ვიღე და ვიღე სურათები :)

ესეც ბადრის გადაღებული სურათები:

ბოლოს ნანახი სამი საშინელებათა ფილმი

თუ ჩემსავით მოიწყინეთ და გიყვართ ეს ჟანრი, მაშინ წარმოგიდგენთ რამდენიმე საშინელებათა ფილმს, რომელსაც ბოლოს ვუყურე და რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილები და დიდი შანსია ნანახი არ გქონდეთ.

The Reaping (2007)

ჰილაკი სვონკის გმირი იძებს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებულ უცნაურ მოვლენებს და ყველაფერს თავის ახსნას უძებნის. ერთ დღეს მას მოაკითხავს ახალგაზრდა მამაკაცი და ეტყვის, რომ მათ პატარა სოფელში მდინარე სისხლად იქცა და მალე ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს, ამაში ბრალს კი პატარა გოგოს სდებენ და მოკვლას უპირებენ.

download

Creep 2004

ბრიტანული ფილმი, რომლის მოქმედებაც ლონდონში მიმდინარეობს. კეიტი წვეულებიდან მიდის და მეტროში ხვდება. მატარებლის ლოდინში რამდენიმე წუთი ჩაეძინება და როცა გაიღვიძებს, მთელი მეტრო ცარიელია, გასასვლელი კი ჩაკეტილი. კეიტი აღმოაჩენს, რომ მეტროს ბნელ გვირაბებში საშინელი არსება დადის, შორეულ კუთხეებში კი ქირურგიული ოთახებია განლაგებული, სადაც ადრე ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

download

The Hole 2001

ლიზი კოლეჯის მოსწავლეა, რომელიც ძალიან არის შეყვარებული თავის კლასელ მაიკზე, მაგრამ ის პოპულარული ბიჭია სკოლაში და ყურადღებას არ აქცევს. დასვენებებზე ის და თავისი მეგობარი გადაწყვეტენ წავიდნენ ტყეში ომისდროინდელ ბუნკერში, სადაც წვეულების მოწყობას შეძლებენ და მშობლებიც ვერ მიაგნებენ. ლიზს რა თქმა უნდა ეს იდეა მოსწონს.

კოშმარი მაშინ იწყება, როცა კარები იკეტება და მის გაღებას ვერ ახერხებენ, ბუნკერში კი საჭმელიც მთავრდება და წყალიც…

ტორა ბირჩი, კირა ნაითლი და დესმონდ ჰარინგტონი (დექსტერში დეტექტივი ქვინი)

გადმოწერა

ოქროს დაბადების დღე 2

მოკლედ ამ წელს ოქროს დაბადების დღეებზე დამებედა სიარული, თებერვალში ნინის დაბადების დღეზე ვიყავი – ოქროს დაბადების დღე.
როგორც უკვე გუშინ ავღნიშნე, ლიკას დაბადების დღეზე ვიყავი და ძალიან კარგი დრო ვატარე, თან იმდენი სურათები ვიღეთ, რომ სახლში მოსულს ახლად დატენილი ფოტოაპარატი გამეთიშა.

როგორც ყოველთვის ლიკამ საჩუქრად  უამრავი სამკაული მიიღო, ჩემსავით სჭირს სამკაულომანია. მეც ყველა მათგანს სურათი გადავუღე.

ეს ჩემი ნაჩუქარი საყურეები სვაროვსკის თვლებით:


Continue reading

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზიებიდან

მიუხედავად იმისა, რომ ახლა დავბრუნდი დაბადების დღიდან და ცოტა გრადუსშიც ვარ, ერთ ადამიანს შევპირდი, რომ ტუტორიალს გავაკეთებდი ინტერნეტ შოპინგზე. ხშირად მეკითხებიან როგორ ვიწერ და აქ ავხსნი კარგად და დალაგებულად რა და როგორ.

პირველ რიგში რაც შეეხება ელექტრონულ ბარათს. მე პირადად საქართველოს ბანკის ვიზა ელექტრონით ვსარგებლობ, რომელიც 10 ლარად მზადდება.  სხვა ბანკებს თუ არ ვცდები ვიზა კლასიკი სჭირდებათ, ზუსტად არ ვიცი.

მეორე ნაბიჯი გადამზიდი კომპანიის არჩევაა, თუ არ გინდათ, რომ ბევრი იხადოთ შიპინგში. მე პირადად  usa2georgia–თი ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ.

ვრეგისტრირდებით usa2georgia.com–ზე და გვეძლევა უნიკალური მისამართი ამერიკაში, რომელიც იმეილზეც მოგივათ.

SAXELI GVARI
2440 Enterprise Drive, Suite U****(თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)
Mendota Heights, MN 55120, USA

იქნება ამის მსგავსი. ამ მისამართს ვიმახსოვრებთ და ვიყენებთ უცხოურ საიტზე მისამართის ჩაწერის დროს.

შემდეგ ვრეგისტრირდებით სასურველ საიტზე, მაგალითად http://www.forever21.com–ზე, ვამატებთ სასურველ პროდუქციას ჩანთაში, ხოლო შეკვეთის დროს მივყვებით შემდეგ ინსტრუქციას.

აი მაგალითად ჩემი ამჟამინდელი ჩანთა და როგორ მოვიქცეოდი შეკვეთა რომ მდომოდა:

გადავდივართ შემდეგ გვერდზე და ვავსებთ გადამზიდი კომპანიის მიერ მოცემულ მისამართს, ისე როგორც მე მაქვს მითითებული, ოღონდ თქვენი ინდივიდუალური მონაცემებით.

მე უკვე შევსებული მაქვს და პირველ გრაფაში ჩაწერა აღარ მჭირდებათ, თქვენ პირველ გრაფაში  ნიშნავთ  choose address name  და მის დაბლა ვწერთ usa2georgia–ს. მერე ეს დამახსოვრდება და მხოლოდ პირველი გრაფის ჩამოშლა და გადამზიდი კომპანიის სახელის მითითება დაგჭირდებათ, დანარჩენს თვითონ ჩაწერს ყველაფერს.

გადავდივართ შემდეგ გვერდზე:

მე ჩანთაში 50 დოლარზე მეტი მაქვს, ამიტომ შიფინგი უფასოა. 50 დოლარზე ნაკლებს 6 დოლარამდე ემატება. ნიშნავთ პირველ გრაფას ყველა შემთხვევაში (თუ 20 დოლარიანი სწრაფი შიპინგი არ გინდათ რა თქმა უნდა)

შემდეგ ვავსებთ ელექტრონული ბარათის მონაცემებს:

1. ვირჩევთ ბარათის სახეობას

2. ვწერთ ბარათის წინა მხარეს არსებულ ციფრებს

3. ვწერთ ბარათის უკან მდებარი სამ ბოლო ციფრს.

ვირჩევთ ბარათის ამოწურვის თარიღს, რომელიც ასევე ზედ აწერია ბარათს, სახელი და გვარი თვითონ უნდა ჩაჯდეს, როგორც სურათზეა, თუ არადა თვითონ ჩასვით, ოღონდ წინ  GGT c/o  უნდა ეწეროს.

და მერე უნდა დაეწეროს your order has been placed ან რამე მსგავსი :) ანუ შეკვეთა მიღებულია.

რამდენიმე დღეში შეკვეთა გამოიგზავნება ამერიკის მისამართზე. იმეილზე მოგივათ შეტყობინება. დაახლოებით 5 დღეში მივა გადამზიდ კომპანიაში და კიდევ მოგივათ იმეილი ამის შესახებ.

usa2georgia.com-ზე ნახავთ მიღებულ ამანათებში თქვენს ამანათს და როცა გამოიგზავნება გადავა გამოგზავნილ ამანათებში. ჩამოსვლისას ისევ მოგივათ იმეილი და ინვოისი. ინვოისი იმის შესახებ, თუ რამდენია წონა და გადასახდელი. 8$ ერთი კილო. შეგიძლიათ გადაიხადოთ ფეიბოქსებში ან სხვა აპარატებში.

მიხვალთ ოფისში, მიაწვდით პირადობას და თქვენი ამანათები ნარნარად გამოცურდებიან, მოაწერთ ხელს და წამოიღებთ.

თუ რამე ვერ გაიგეთ, დამისვით კითხვები, აუცილებლად გიპასუხებთ.

best friend’s B-day

ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია. ვინც მყავს იმათაც მთელი ცხოვრება ვიცნობ. რამდენიმე მათგანს თქვენც შეამჩნევდით ჩემს ბლოგზე.

ჰოდა შერონ დელ ადელის წითელ ავატარიანი ქამელეონი555, იგივე ლიკა, რომელსაც დღეს ოქროს დაბადების დღე აქვს და რომელსაც პირველი კლასიდან ვიცნობ. ხშირად პოსტების წერაშიც მეხმარება, ოღონდ დაბლა უზარმაზარი ვარდისფერი ასოებით აწერს – by qameleoni555 :)

როგორც შეამჩნევდით, ემოციური ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, არც გრძნობების ფრქვევა და ღვრა შემიძლია აქეთ–იქით. ერთმანეთს ცუდ სიტყვებს უფრო ხშირად ვეუბნებით, ვიდრე კარგს. აქედან გამომდინარე სიტყვები და მიმართვები “ჩემო სიხარულო” “როგორ მიყვარხარ” “შენ ჩემი სულიერი და ხარ” და მსგავსები სასტიკად ამოღებულია ჩვენი ლექსიკიდან.

ერთი სიტყვით მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ მართლა ძალიან მიყვარს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ :)

Infinite Beauty Supply

თუ ინტერნეტ მაღაზია ამაზონზე იცი საჭირო წერტილების და მაღაზიების მოძებნა, ძალიან ბევრ რამეს ხელსაყრელ ფასად შეიძენ. ადრე დაწერილი მაქვს პოსტი 25 დოლარად როგორი ამანათი მომივიდა ძალიან კარგი და ხარისხიანი კოსმეტიკით სავსე – ყველაზე გემრიელი ამანათი

მაღაზია Infinite Beauty Supply ძირითადად ლორეალის და ქოვერგერლის პროდუქციით.

L’Oreal Colour Juice Stick Sheer Light Luscious 228 Mango Tango

$1.00

CoverGirl TruBlend Micro Minerals Bronzer

$1.00

L’Oreal Paris HiP Studio Secrets Professional Concentrated Shadow Duos

$1.00

L’Oreal HiP Kohl Liner – Navy

$1.00

L’Oreal Paris True Match Naturale Gentle Lip Conditioner

$1.00

Loreal Bare Naturale Gentle Mineral Eyeliner

$1.00

LOREAL HIP (HIGH INTENSITY PIGMENT)  SAVORY JELLY BALM

$0.99

Maybelline ColorSensational Lipcolor

$1.50

Maybelline Define-A-Lash Volume Mascara

$1.00

Maybelline Instant Age Rewind Compact Cream Foundation

$1.00

ეს მე მაქვს და ძალიან კარგად ვხმარობ.

Maybelline Moisture Extreme Lipstick – Royal Red

$1.00

და კიდევ უამრავი…

აი ლინკიც, ოღონდ დააკვირდით ყველა ერთი მაღაზიიდან იყოს, თორემ მერე შიპინგი გაიზრდება.

“Infinite Beauty Supply”

სისხლიანი სამაჯური

ვაგრძელებ ციკლს ჩემს მიერ ბავშვობაში დაწერილი სამი გენიალური დეტექტივიდან, რომელიც განსაკუთრებით გენიალურია, თან შეგახსენებთ იმასაც, რომ დაწერილია სერიოზულად, მაგრამ ახლა რომ ვკითხულობ, აბსურდული კომედიის ნამდვილი შედევრია.

კახასტან სტუმრად მივიდა მისი კოლეგა ანზორ მელაძე. კახას ანტი–შესახედაობის, ჩასუქებული, ულამაზო, მელოტი კაცი.

– აბა, რა ახალი ამბები მომიტანეთ ანზორ?

– ახალი სამხილია, აი ნახეთ.

ანზორმა ცელოფნიდან ამოიღო სისხლიანი სამაჯური. კახამ გულდასმით დაათვალიერა. ეს იყო სისხლშემხმარი, ლამაზი ოქროს სამაჯური, რომელსაც ქვეფი, საფირონი, აქატი და ზურმუხტი იყო ჩასმული, ეს ფერები ერთმანეთს საოცრად ლამაზად ეხამებოდა. სამაჯური იკვრებოდა პატარა ქინძისთავით, რომელიც თვითონ მას ჰქონდა მიმაგრებული.

– საინტერესოა! სად იპოვეთ?

– ზემოთ მთები რომ არის იცი?

– მე რა ვიცი, თბილისი მთებით არის შეზღუდული.

– იქ, ზემოთ მივსეირნობდი, რომ ზურმუხტმა დაიბრჭყვიალა, მეც დავხედე და კინაღამ გული წამივიდა (რა მაგარი დეტექტივია, სისხლზე გული მისდის), სისხლიანი სამაჯური გდია იქვე. მე დავწვდი და წამოვიღე, იმ წუთში შენ გამახსენდი, ეგ ამოხსნის–მეთქი.

– კარგიც გიქნია. დავაკვირდეთ სამაჯურს. მისი ქვედა მხარე სისხლით არის დასვრილი, ზედა კი სუფთაა. შეიძება ყველას გასჭროდა ხელი.

– დიახ, მაგრამ ახლა გაზეთში დაწერილ სტატიას წაგიკითხავთ.

“4 ნოემბერს შაბათს მოხდა მკვლელობა. მსხვერპლი ქალია. მისი ვინაობა გაირკვა. ცხედარი ნაპოვნია მთაწმინდაზე. ცხედარს ცალი ხელის, კერძოდ მარჯვენას მტევანი არ აქვს. ვარაუდობენ, რომ მას ხელზე რაიმე ძვირფასი სამკაული ეკეთა. მკვლელობა ჩადენილია ქურდობის მოტივზე, პოლიცია ასე ფიქრობს. საქმე სადაცაა დაიხურება. ლიას ძალადობის არანაირი კვალი არ აქვს. გაკვეთის შედეგად ექპერტებმა დაასკვნეს, რომ ის სისხლისგანაა დაცლილი და სისხლში შესულია ინფექცია. ამას ადასტურებს ის, რომ მის სისხლში ნაპოვნია ბაქტერიები. საქმე წინ არ მიდის, მოკლულის მისამართია აღმაშენებლის 18–20″

– ჰმ, ამაზე რაღაც იტყვი ბატონო კახა?

– ჰო, მისმინე, აი ჩემი გეგმა.

– ჩემი კი არა ჩვენი.

– ჰო, აი ჩენი გეგმა, ჩვენ წავალთ ლიას მშობლებთან, მივუტანთ სამაჯურს და დავაზუსტებთ, მისია თუ არა. მე კი ვფიქრობ მისია.

კახა და ანზორი გაუყვნენ გზას. მალე ჩავიდნენ. კახამ კარზე დააკაკუნა. კარები გააღო შავებში ჩაცმულმა, მაღალმა, თვალცრემლიანმა კაცმა. იგი ალბათ ლიას მამა იყო.

_ ჩვენ გამომძიებლები ვართ, შეიძლება?

– დიახ, მობრძანდით.

ოთახის შუაგულში სასახლე ესვენა, სადაც არამიწიერი სილამაზის ქალი ესვენა.

– ეს სამაჯური ლიას ეკუთვნოდა?

– დიახ.

– ვინ აჩუქა?

– მისმა მეუღლემ.

– აქ რატომ არ არის?

– ნაჩხუბრები იყვნენ.

– აჰა, გასაგებია, ეს სამაჯური მისი ნაჩუქარია, ხომ შეეძლო მოეკლა თავისი ყოფილი მეუღლე და სამაჯურის უკან დაბრუნება ეცადა?

– დიახ, შეეძლო, შეეძლო.

კახა და ანზორი გარეთ გამოვიდნენ.

– ახლა წავიდეთ ქმართან, ლიას მამამ მისი მისამართი ჩამაწერინა, რეაქციაზე და სახეზე შევატყობთ დამნაშავეა თუ არა.

თბილისში თითქმის ყველა იცნობდა კახას და ყველა ესალმებოდა, კახაც თავს უქნევდა ნაცნობებს. ანზორი გულზე სკდებოდა მე რატომ არავინ მესალმებაო. მივიდნენ სახლთან.

სახლსაც კი სააშკარაოზე გამოჰქონდა მისი მცხოვრებლის ბუნება. კახამ დააკაკუნა, სახლში არავინ იყო, მაგრამკარი გაიღო.

სახლი არეული იყო, მაგიდაზე ათასი რამე ეყარა, მაგრამ გამორჩევით ჩანდა დღიური.

4 ნოემბრის ჩანაწერი.

“დღეს მძიმე დღე მაქვს, ლიას უნდა შევხვდე. ჩემი გეგმა ასეთია, საღამომდე დავტოვებ, რომ შებინდდება, მოვკლავ, დავახრჩობ და სამაჯურს წავართმევ. თუ მისი გასაღები ქინძისთავი თან არ აქვს, მაშინ ხელს მოვაჭრი. ამის გაგრძელებას რომ მოვალ მერე დავწერ…

…ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმე. ლიას შამპანური დავალევინე, რომელიც მოწამლული იყო, მაგრამ ორგანიზმში მარტო ბაქტერიებს ტოვებდა. დავუსხი ჭიქაში და დალია. ცოტა ხანში ჩემს წინ გვამიღა იყო. სამაჯური ვერ მოვხსენი და ხელი მოვაჩეხე. სამაჯურს ჩემს ძვირფასს კატერინას ვაჩუქებ, რომელიც ჩემი საცოლეა…”

– ოჰ ეს ნაძირალა – გამოსცრა კახამ.

– ახლა ჩვენ დავიმალებით და დავუცდით ვაჟბატონის მობრძანებას, სადმე ბნელ კუთხეში მოვიკუნჭოთ. ბორკილები ხომ გაქვს?

– რა თქმა უნდა, ასევე გამოვიყოლე დაპატიმრების ორდერი. (ისე, მაინც გამოუყოლებია კაცს)

– კარგი გიქნია, მგონი მოდის.

ოთახში მართლაც ვიღაც შემოვიდა და თან თავისთვის ლაპარაკობდა: “ლია ხომ მოვკალი, თუ გამაბრაზა კატერინასაც მივაყოლებო”

– კანონის სახელით გაპატიმრებთ – კახა მიუახლოვდა და ბორკილები გაუკეთა (თავიდან მეწერა ორდერი გაუკეთაო და გადაშლილი იყო) :)

სასამართლომ მას თავისუფლების 15–20 წლამდე აღკვეცა (და არა თ) მიუსაჯა.

– მაინც მეცოდება ამდენი ხანი ციხეში – თქვა კახამ – არა უშავს, იწვნიოს, როგორია დანაშაულის ჩადენა.

განა მეტის ღირსი არ იყო იგი?

ეს ბოლო ფრაზა დღემდე ლეგენდად გვაქვს დარჩენილი, როცა ვინმე რამეს დააშავებს, თითს მაღლა ვწევთ და ვამბობთ “განა მეტის ღირსი არ იყო იგი?”

პირველი ნოველა ციკლიდან ეკლიანი დიადემის წყევლა

აგვისტოს 5 დღე – მიმოხილვა + ფოტოები

სანამ ტექსტის კითხვას დაიწყებდეთ, ვისაც ფილმი არ გაქვთ ნანახი, არ არის რეკომენდირებული, შეიცავს უამრავ სპოილერს + ფოტოებს ფილმიდან.
Continue reading