საღამოს კაბები და ფეხსაცმელებით სავსე თაროები…

შური ადამიანს ამძიმებსო, კიდევ მატერიალისტი არ უნდა იყო და ყოფით ნივთებზე სული არ უნდა მიგდიოდეს, რადგან ამის გარდა უამრავი სულიერი ღირებულება არსებობს, იგივე შინაგანი სიმდიდრეო – ეს ჩვენი ხალხური სიბრძნეა.

მაგრამ აქვე მეორე ფაქტორი – რა ვქნათ თუ ეს ყოფითი ნივთები სიამოვნებას განიჭებს და გინდა ბევრი გქონდეს, იმდენი რომ ჩაწვე შიგნით და სიამოვნებისგან იკრუტუნო. კაბები, ჩანთები,  ფეხსაცმელები, სამკაულები… ეს სუსტი სქესის სუსტი წერტილია.

მინდა, ძალიან მინდა მქონდეს ერთი დიდი ოთახი, რომელიც თაროებით და საკიდებით იქნება სავსე, ალბათ ამ ოთახიდან აღარც გამოვიდოდი.

ნეტავ მერაიას ამ ფეხსაცმელებიდან ნახევარი მაინც თუ აქვს ჩაცმული, თუ ისე, თვალს ახარებს ხოლმე? საინტერესოა. :)

არც ევა ლონგორიას აქვს ნაკლები, და არც საერთოდ სხვა ვარსკვლავებს. მეც მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი, რომც არ ჩამეცვა სახლში დავიწყობდი (აი სიხარბეს სად აქვს ადგილი)

ბადრის ვეხვეწები, შენთან რომ გადმოვალ, ერთი ოთახი დამითმე ტანსაცმლისთვის თქო და თავს კი მიქნევს, მაგრამ ვიცი გულში დამცინის :) ახლა სადაც ვარ, ერთ პატარა კარადაში მაქვს მოთავსებული ყველაფერი, ამიტომ დიდი სივრცე მინდა…

ევას კიბეც კი აქვს მიდგმული, რომ ზედა თაროებს შესწვდეს, სადაც ნაირ-ნაირი ლამაზი ყუთები მოჩანს. :(

ტანსაცმლის არჩევაში ძალიან  პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ ერთი რამე ვიცი – არასდროს, არასდროს არ ჩავიცმევ წვეტიან (თუნდაც სულ ოდნავ) ფეხსაცმელს და არც ჩამიცვამს არასდროს.

იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს იასამნისფერი ფერი,  კაბებიც ძალიან მომწონს ამ შეფერილობის. აი მაგალითად (violet miss შენ გიძღვნი)

მეგან ფოქსის კაბა ტრანსფორმერების პრემიერაზე:

ჩემი შეკერილი იასამნისფერი კაბა, რომელიც კარგი გამოვიდა რატომღაც (მადლობა ლიკა დახმარებისთვის). თვითონ ნაჭერმა გაამართლა, ლამაზი ნაჭერია, თვალში მოსახვედრი :)

ესეც მე და ბადრი სავანეს აივანზე, სადაც რუსთავის ულამაზესი ხედი და მისი მშვენება სასტუმრო მოჩანს (ვინც კი რუსთავში პირველად ჩამოდის, ყველას სასტუმროსთან ხვდებიან)

ასეთია ქამრის გარეშე, ესეც ქამრით:

კიდევ ძალიან მომწონს მარჩესას კაბები და ქორწილისთვის ალბათ დაახლოებით მარჩესას სტილს შევარჩევ.

პირველად მომეწონა რიანას კაბა , ისიც იმიტომ, რომ ამ ბრენდის აცვია.

ვიქტორია სიკრეტის რამდენიმე კაბაც მომწონს, სადა და უბრალო:

შერი ჰილის კაბებს მერე ცალკე პოსტს დავუთმობ, იმიტომ რომ ულამაზესი და ძვირფასი კაბები აქვს. ერთხელ საწყალმა ლიკამ სიზმარში ნახა, ვითომ ჰილის ერთ-ერთი კაბა ეცვა და რომ გაიღვიძა ტრამვირებული იყო :)

კიდევ ძალიან მომეწონა რატომღაც კრისტენ სტიუარტის (იგივე ჯეინის, რომელსაც სულ დასაბანი თავი ჰქონდა და ვამპირი რიჩარდი უყვარდა) შავი კაბა.

 ესეც ჟიზელის ცნობილი წყლის კაბა

და ბოლოს ფეხსაცმელი:

ესეც დიანას მოსკოვში გადაღებული სურათი, რაზეც ნერწყვები მადენინა:

that’s it…

About these ads

24 thoughts on “საღამოს კაბები და ფეხსაცმელებით სავსე თაროები…

  1. რამდენიც არ უნდა მქონდეს მაინც არ მეყოფა, რომ ”ჩა(ვ)წვე შიგნით და სიამოვნებისგან (ვ)იკრუტუნო”

  2. ვერასდროს ვერასდროს ვერ გავძღები. უფ ჩემი ოცნებაა ასეთი კარადები, რაღა კარადები, სამ-სამ ოთახს უდრის თითო მგონი :)

    • შევასწორე და თან ჩუმ-ჩუმად აქეთ-იქით ვიყურებოდი. არა რა გამოჩნდა ჩემი ნამდვილი არსი – ბლოგერი მასკოვიდან! ვაშა!

  3. ვის არ მოსვლია კაცო შეცდომა. მაგრამ რაც მე ახლა ვიცინე, ალბათ მთელი წლის სიცოცხლე მომემატა :D

  4. მარჩესას კაბებიდან მომეწონა მე პირადად, რიანას ფოტოს ქვეშ რომ სამი ფოტოა კაბების – მესამე, ღია იისფერი კაბა.კიდევ მეგან ფოქსის კაბა, უიისფერესობაა და მადლობთ სოფო, რომ გაგახსენდი :) და კიდევ ჟიზელის კაბაც ძალიან ლამაზია.
    მეც მაქვს ოცნებად, იმდენი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი მქონდეს, რომ სავსე იყოს ოთახები! იიფფფ, კაია ხომ იცი შენ! :) მე იმდენად ტანსაცმელზე არ მაქვს გართულება, როგორც აქსესუარებზე, უფრო ზუსტად კი სამკაულებზე. :) ნუ ეს ცალკე თემაა.

  5. არ მიყვარს ეს ტანსაცმელი ფეხსაცმელი და სამკაულები :| მომკალით ჩამქოლეთ :| ერთი პატარა განყოფილება მყოფნის კარადაში და ტანსაცმლის საყიდლად წასვლა მესიკვდილება ხოლმე :| გოგო ვარ ახლა მე? :|

  6. cudatavar minda vabodeb tansacmelebze ar shemizlia pexsacmelebis gareshe cxovreba.sop sheni kaba qamrit uqro kargia…

  7. აუ ვგიჯდები ტანსაცმელზე და რა ვქნა?მთელი დღე შემიძლია ვიარო შოპინგზე.

  8. აუაუაუ <3 ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ოთახი-გარდერობი. მართალია, სულ რომ არ ჩავიცვა, ყურებაც ისეთი ბედნიერებაა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s