my favorite erotic movies

რა დასამალია და გამოვტყდები, რომ ძალიან მიყვარს ეს ჟანრი, ოღონდ დიდი ზღვარი არსებობს კარგ ეროტიკას და ცუდ ეროტიკას შორის. ინტერნეტი სავსეა ეროტიული ფილმებით, თუმცა მათგან რამდენიმე შეიძლება მისაღები და კარგი საყურებელი იყოს. მგონია, რომ კარგად გადაღებული ეროტიკა ხელოვნებაა და შეიძლება ამით დატკბე.

ქვემოთ ჩამოთვლილი  ფილმების უმრავლესობა დრამაა ან მელოდრამა ეროტიული ელემენტებით.

მეზიზღება ტინტო ბრასის შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრ ქვეყანაში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ზედმეტად რეალისტური და უხამსი სცენების მოყვარულია ბატონი ტინტო.

მაგრამ ჩემი სიის მეათე ადგილს მაინც ტინტოს ფილმი იკავებს, მაგრამ ეს ერთადერთია  მის მილიონობით ფილმს შორის, რომელიც მომეწონასავით, ოღონდ აქაც რამდენიმე მიზეზით:

9. black angel 2002

მოქმედება ხდება 1945 წელს, იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. მაღალჩინოსანი ოფიცერის მეუღლე სახიფათო რომანს გააბამს სიმპათიურ ოფიცერთან, რომელის როლსაც იტალიელი გაბრიელ გარკო ასრულებს.

ქალის როლის მთავარი შემსრულებელი ანა გალიენა ამ ფილმში თავის ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოიყურება, შიშველ სცენებშიც კი.

გაბრიელზე აღარ მაქვს ლაპარაკი :

imdb რეიტინგი:  5.2

8. the pillow book 1996

ნაგიკო იაპონიაში დაიბადა. ბავშვობიდან წერის მანიით იყო შეპყრობილი. მამამისი სახეზე იეროგლიფებს აწერდა და ამას დღიურს უწოდებდა. ამის შემდეგ ნაგიკოს სხეულზე წერის დიდი სურვილი გაუჩნდა და თავის შემოქმედებას ადამიანებს აწერდა სხეულზე.

ცოტა ხანში გაიცნო ჯერომე, რომელიც კალიგრაფისტი იყო და მათ შორის მხურვალე რომანი დაიწყო.

ნაგიკოს როლს ვივიენ ვუ, ჯერომეს კი მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ევან მაკგრეგორი ასრულებს. ამ ფილმში ევანი თავიდან ფეხებამდე ჩანს შიშველი, რომელსაც ფანები დღემდე არ ივიწყებენ და დასკრინშოთებულ სურათებს ბედნიერად აფრიალებენ.

და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური გადაღებაა, გაყოფილი კადრებით და არაორდინალური რეჟისურით, ასე რომ შეიძლება ბევრს არ მოეწონოს.

imdb რეიტინგი:  6.5

7. spread 2009

ამ ფილმის ჟანრში ეროტიკა არაა მითითებული, მაგრამ ეს არის ძალიან სასაცილო და ჭეშმარიტად ეროტიული ფილმი… :)

მთავარ როლში ეშტონ კაჩერი, რომელიც ალფონსის და ქალების ხარჯზე მაცხოვრებელი ბიჭის როლს ასრულებს, რომელსაც ერთ დღესაც ზუსტად თავისნაირი გოგო შეუყვარდება, რომელიც კაცების ხარჯზე ცხოვრობს.

სასიამოვნო ჰოლივუდური ქასთი და დინამიური სცენარი ძალიან კარგ საყურებელს ხდის ამ კინოს.

imdb რეიტინგი: 6.0

6. deception 2008

ევან მაკგრეგორის და  ჰიუ ჯეკმანის ტანდემი, სადაც ევანის პერსონაჟი უბრალო ბუღალტერია. მას ჰიუ სამსახურს შესთავაზებს და შემთხვევით მათი ტელეფონები გაიცვლება. ევანს ღამე ურეკავს ქალი და ეკითხება, არის თუ არა ის თავისუფალი. ამის მერე ზარები ყოველღამე გრძელდება და ევანი სექს-კლუბში მოხვდება. პარალელურად ის გახდება ქალის გაუჩინარებაში მთავარი ეჭვმიტანილი. ევანი ცდილობს იპოვნოს ჰიუ და დაუბრუნოს ტელეფონი, მაგრამ უშედეგოდ.

ცოტა გაუგებარია არა? ფილმს თუ უყურებთ ყველაფერს გაიგებთ.

imdb რეიტინგი: 5.9

5. unfaithful 2002

შთამბეჭდავი და მძიმე დრამა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ წყვილს შეეხება. რიჩარდ გირის და დაიან ლეინის პერსონაჟების ქორწინება უკვე მოსაწყენად მიედინება, ჰყავთ პატარა შვილი და ნორმალური ოჯახი, მაგრამ ეს ყველაფერი იქამდე გრელდება, სანამ ქალი ძალიან სიმპათიურ და სექსუალურ კაცს, ოლივერ მარტინესის პერსონაჟს, პოლს არ გაიცნობს.

რამდენიმე შეხვედრის მერე ქალი აღარც ნანობს, რომ ქმარს უღალატა, მზადაა ახალგაზრდა საყვარლისთვის ყველაფერი გააკეთოს. რიჩარდი კი ნელ-ნელა ყველაფერს ხვდება.

ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე

imdb რეიტინგი:  6.6

4. 8mm2 2005

ეს არის მეორე ნაწილი ცნობილი ფილმის, სადაც ნიკოლას კეიჯი, ხოაკიმ ფენიქსი და ჯეიმს გარდოლფინი თამაშობენ. რატომღაც ძალიან სკეპტიკურად დავიწყე ყურება და მეგონა დაბალი ხარისხი იქნებოდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად სასიამოვნოდ შევცდი :)

ძალიან კარგი საყურებელი ტრილერი საინტერესო სცენარით და დინამიური სვლით, ბევრი ეროტიული სცენით, მოულოდნელი ფინალით და ნიჭიერი მსახიობებით.

მთავარ როლს  ჯონათან შაეხი ასრულებს, რომელიც ძალიან მომწონს (ჯონათანი თამაშობს რენე ჰარლინის “5 days of august” კაპიტანი რეზო ავალიანის როლს) უდავოდ ძალიან ნიჭიერი და სიპათიური მსახიობია და ბევრი როლი აქვს მორგებული, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი.

imdb რეიტინგი:  4.5

3. entre lencois 2008

ბრაზილიური მელოდრამა, რომელსაც ვუყურე პორტუგალური ენაზე და მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ვერ გავიგე, ყურება არ შემიწყვეტია.

მთლიან ფილმში მარტო ორი მსახიობია, გოგო და ბიჭი. ისინი ერთმანეთს ღამის კლუბში გაიცნობენ და სასტუმროს ნომერში ავლენ. მთელი მოქმედება სასტუმროს ნომერში ხდება. მთელი ღამის განმავლობაში ისინი ბევრ რამეს გაიგებენ ერთმანეთზე და შეუყვარდებათ კიდეც :) მაგრამ გათენდება და ორივე თავის გზაზეა წასასვლელი.

მსახიობები ფიზიკურად ძალიან კარგი შესახედავები არიან.

imdb რეიტინგი: 5.2

2. two moon junction 1988

ცოტა ძველი რომანტიული მელოდრამა, რომელიც ერთ მდიდარ გოგოზე, აპრილზეა, რომელიც რამდენიმე კვირაში თხოვდება და თავის მდიდრულ ვილაში გადავა მოსამზადებლად.

ამ ვილის ახლოს ჩამოვა დროებითი კარნავალი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი, პერი ჩამოყვება. პერი ღარიბი და გაუნათლებელი ბიჭია. ისინი ერთმანეთს გაიცნობენ და ჩუმად ხვდებიან. აპრილმა არჩევანი უნდა გააკეთოს მდიდარ, მაგრამ მისთვის არასასურველ საქმროს და მისი საყვარლის, პერის შორის.

imdb რეიტინგი: 4.4

1. crash 1996

დევიდ კრონენბერგის ყველაზე ცნობილი  და სკანდალური, ჩემი ყველა დროის ფავორიტი და ბევრი ჯილდოს მფლობელი ფილმი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული.

ჯეიმს სპეიდერი ავარიის დროს ფიზიკურ ტრავმებს მიიღებს და სწორედ ამ დროს აღმოაჩენს უცნაურ სექსუალურ ლტოლვას და აღგზნებას შეჯახების დროს.  ის და მისი ცოლი ამ მოვლენით შეპყრობილები გახდებიან და ამით სიამოვნებას იღებენ.

უამრავი სექს სცენა, მათ შორის ოსკაროსან ჰოლი ჰანტერთან, ასევე მცირე გეი ელემენტებით ელიას კოტეასთან, სწორედ ამან გახადა ფილმი პოპულარული და სკანდალური.

imdb რეიტინგი : 6.2

About these ads

6 thoughts on “my favorite erotic movies

  1. მოკლედ crash ს ვერაფრით ვერ ვუყურე, არადა როგორ მიყვარს სპეიდერი :(

    • რაც საინტერესო იყო ჩემთან გაქვს ნანახი ამოჭრილ სცენებში და რაღას უნდა უყურო :) :) (ბოროტი სმაილიხეხეხე)

  2. “Spread”, “Two Moon Junction” და ბრაზილიური ფილმი ნანახი მაქვს, ურააა :) პირველი იმიტომ ვნახე, რომ ეშტონ კუტჩერი ძალიან მიყვარს ისეც – ფიზიკურად და ისეც, როგორც დემი მურის ახლობელი :))) მარა ბოლოს გული დამწყდა რაღაცნაირად, ერთად რომ არ დარჩნენ :(
    მეორე ფილმს შემთხვევით გადავაწყდი და შინაარსმა დამაინტერესა და თურმე ეროტიული სცენები არ ყოფილა შიგნით? :) სიმართლე გითხრა, ვახვევდი წინ და ისევ ვუყურებდი, ბოლო მაინტერესებდა, ვისთან დარჩებოდა ის გოგო და რასაც ვფიქრობდი, გამართლდა კიდეც. განზრახ არ ვიტყვი ვისთან დარჩა, თორემ ინტერესი დაეკარგება ხალხს :)
    ხოდა აი მესამე ფილმი კი ვიცოდი, რომ პორტუგალიურად იყო, მარა იმდენად მომწონს რეინალდო ჯიანეკინი, რომ გმირულად გავუძელი :) თუმცა როგორც პირველი ფილმის შემთხვევაში, აქაც გული დამწყდა ერთად რომ არ დარჩნენ ფილმის გმირები. კიდევ კარგი, მეტი რომ არ მაქვს ნანახი, თორემ რას იფიქრებს ხალხი, გაფუჭდა ეს ახალგაზრდობაო :)
    თუმცა ერთ საიდუმლოს გაგიმხელ სოფო! : პირველი ფილმი უნდა ვნახო რაღაცნაირად, გაბრიელ გარკო ძალიან მომწონს და მისი ხათრით უნდა ვუყურო მაგ ფილმს :)

    • როგორც ფილმი დიდი არაფერია და არც მიკვირს გარყვნილი ბებერისგან :) მაგრამ გაბრიელს და იმ ქალს ისეთი ჰოთი მომენტები აქვთ, რომ ბრრრ…

      ხოდა, ის ბრაზილიური ისე მთავრდება, რომ ეს გოგო ჩანთაში იმ ბიჭის სავიზიტო ბარათს ნახავს, ასე რომ იდეაში ალბათ კიდევ შეხვდებოდნენ ერთამენთს.

      არამარტო პირველი, სხვა ფილმესაც გირჩევ, დიდად ეროტიულები არაა, მაგრამ კარგი გასართობია.

  3. არა, ეროტიკები არც მაინტერესებს.ბიჭი კი არა ვარ, ჩუმ-ჩუმად რომ “მანუელებს” უყურებენ :) უბრალოდ მაინტერესებს შინაარსი. ვცდილობ, ეროტიულ ფილმებში იმ სიშიშვლის გარდა სხვა რაიმეც დავინახო ხოლმე.რაღაც აზრი ხომ უნდა იყოს ჩადებული ფილმში, ხოდა აი ზუსტად მაგას ვეძებ ხოლმე.
    ცოტა ფილოსოფიურად ჩავხლართე მგონი აზრი, მარა მემგონი მიმიხვდებით აზრს :)

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s